logo
Loading data...
მთავარი ინფრასტრუქტურა

სტატია

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში 2.6 კმ სიგრძის სადრენაჟე არხებზე გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში 2.6 კმ სიგრძის სადრენაჟე არხებზე გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს

1744874968

შპს „საქართველოს მელიორაცია“ გურიაში სადრენაჟე სისტემებს  აწესრიგებს. ღონისძიებები ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში დამშრობ ქსელზე მიმდინარეობს.

სოფელ გორაბერეჟეულში,  ხე-ბუჩქნარისა და ნატანი მასისგან,  2,6  კილომეტრი სიგრძის კოლექტორული და შემკრები არხები  იწმინდება. 

"ჩატარებული სამუშაოები არხებში წყლის შეუფერხებლად გადინებას უზრუნველყოფს. შედეგად, 15 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობზე სადრენაჟე მომსახურება გაუმჯობესდება, რაც სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოების ზრდას შეუწყობს ხელს. 

სადრენაჟე არხების გაწმენდით სამუშაოებს საქართველოს მელიორაცია მაისში დაასრულებს," - ნათქვამია შპს 'საქართველოს მელიორაციის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

გამოგვყევით