logo
Loading data...
მთავარი ინფრასტრუქტურა

სტატია

მუხიანის IV მიკრორაიონში სკვერი მოეწყობა

მუხიანის IV მიკრორაიონში სკვერი მოეწყობა

1777449197

გლდანის რაიონის გამგეობა მუხიანის IV მიკრორაიონის N42 კორპუსის მიმდებარედ  სკვერს მოაწყობს.

როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, აღნიშნული პროექტისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან, დაახლოებით, 315 000 ლარია გამოყოფილი.

„ტერიტორიაზე განთავსდება ბავშვთა გასართობი და ფიტნეს ზონები, მოსასვენებელი პავილიონი, საქანელა სკამები, დამონტაჟდება გარე განათებისა და სარწყავი სისტემები, ჩატარდება გამწვანების სამუშაოები - დაიგება რულონური ბალახი და დაირგვება ხე-მცენარეები. ასევე, განთავსდება სკვერისთვის საჭირო სხვა ინფრასტრუქტურა“, - განაცხადა თბილისის მერმა.

გამოგვყევით