logo
Loading data...
მთავარი ინფრასტრუქტურა

სტატია

ნაძალადევში კიდევ ერთი ქუჩის კაპიტალური რეაბილიტაცია ხორციელდება

ნაძალადევში კიდევ ერთი ქუჩის კაპიტალური რეაბილიტაცია ხორციელდება

1777450462

ნაძალადევის რაიონში კიდევ ერთი ქუჩის კაპიტალური რეაბილიტაცია ხორციელდება.

როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ე.წ. სამკუთხედი ბაღის მიმდებარედ, ანდრია წიკლაურის ქუჩაზე, 4 000 კვ.მ ფართობზე, სანიაღვრე ქსელის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს, რომლის დასრულების შემდეგ, საგზაო ინფრასტრუქტურა მოეწყობა და ასფალტის ორფენიანი საფარი დაიგება.

„სამუშაოების ფარგლებში მოწესრიგდება მიმდებარე ტერიტორია და მოეწყობა ბორდიური. მისამართზე გასული საუკუნის 50-იანი წლების შემდგომ მსგავსი მასშტაბის სამუშაოები არ ჩატარებულა. აქ იყო უმძიმესი მდგომარეობა, პროექტის განხორციელება კი მოგვცემს შესაძლებლობას, რომ აღნიშნული ქუჩა სრულად განახლდეს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

გამოგვყევით