logo
Loading data...
მთავარი ინფრასტრუქტურა

სტატია

"ქვეშეთი-კობის საავტომობილო გზის პროექტი ეკონომიკური და სოციალური თვალსაზრისით, განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია" - პრემიერი

"ქვეშეთი-კობის საავტომობილო გზის პროექტი ეკონომიკური და სოციალური თვალსაზრისით, განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია" - პრემიერი

1758546223

დაახლოებით წელიწად-ნახევარში ქვეშეთი-კობის საავტომობილო გზა მთლიანად იქნება აშენებული და შესაბამისად, გამარტივდება გადაადგილება სტეფანწმინდის, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მიმართულებით, გარდა ამისა, ოთხივე სეზონზე იქნება კომფრტული გადაადგილება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. 

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, დღეს მცხეთა-მთიანეთში სტუმრობისას, ქვეშეთი-კობის საავტომობილო გზის სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა.

„ეს არის ერთ-ერთი ყველაზე რთული მონაკვეთი, 23-კილომეტრიანი მონაკვეთი, სადაც გაიჭრა 9-კილომეტრიანი, უნიკალური გვირაბი, ასევე 2 უნიკალური ხიდი შენდება და ეს სამუშაოები დავათვალიერეთ ადგილზე. დაახლოებით წელიწად-ნახევარში უკვე ეს გზა მთლიანად იქნება აშენებული და შესაბამისად გამარტივდება გადაადგილება სტეფანწმინდის, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მიმართულებით და გარდა ამისა, ოთხივე სეზონზე იქნება კომფორტული გადაადგილება. შესაბამისად, ქვეყნისთვის, მათ შორის ეკონომიკური, ასევე სოციალური თვალსაზრისით, ეს პროექტი არის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. 

 მისივე თქმით, დღეს ასევე დაათვალიერა დუშეთის რეაბილიტირებული სკოლა. 

„განახლდა მთლიანად პირველი სკოლა და მინდა მივულოცო, პირველ რიგში ბავშვებს, ასევე მასწავლებლებს განახლებულ სკოლაში სასწავლო წლის დაწყება. ასევე მცხეთაში ვიყავით, სადაც განახლდა მუზეუმი და მალე უკვე სრულად გაიხსნება ეს მუზეუმი. სრულად განთავსდება ექსპონატები. ეს მნიშვნელოვანია რეგიონისთვის და კონკრეტულად მცხეთის მუნიციპალიტეტისთვის“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გამოგვყევით