ბიზნესს ასოციაციის აღამსრულებელი დირექტორის, ლევან ვეფხვაძის ინფორმაციით, ეკონომიკური ზრდის ტემპის და ტექნოლოგიური ცვლილებების ფონზე, მომდევნო წლებში ელექტროსისტემაზე დატვირთვა საგრძნობლად მოიმატებს.
როგორც გადაცემა "ბიზნესპარტნიორში" ლევან ვეფხვაძე აღნიშნავს, წვის ძრავიდან ელექტრომობილებზე გადასვლის პროცესი უკვე დაწყებულია და მიუხედავად იმისა, რომ პირდაპირი შედეგი ჯერ არ ჩანს, 2-3 წელიწადში სისტემაზე სერიოზული ზეწოლაა მოსალოდნელი.
"ჩვენ ძალიან კარგად ვნახეთ ეკონომიკა რა ტემპით მიდის და ეს ყველაფერი ენერგომოხმარებას რამდენად ზრდის. ასევე ვხედავთ, ტექნოლოგიური ცვლილებები, როგორ იწყება. ტექნოლოგიური ცვლილება, ეკონომიკის ზრდა ენერგოწარმოებაში დამატებით სერიოზულ მოთხოვნას აჩენს, შესაბამისად, გამოწვევაზე დროული პასუხი, თუ არ გვექნება სერიოზული პრობლემების წინაშე შეიძლება, დავდგეთ. ვგულისხმობ, მოსალოდნელია იმპორტი გაიზარდოს.
სისტემის სტაბილურობის შესაქმნელად ყველაფერს თავისი ფუნქცია აქვს. მაგალითად, მაღალკაშხლიანმა, მარეგულირებელმა ჰესებმა, სტაბილურობა უნდა უზრუნველყოს. ზოგადად, ახალმა ტექნოლოგიებმა გამოწვევებს სათანადო პასუხი უნდა გასცეს", - აცხადებს ბიზნესს ასოციაციის აღამსრულებელი დირექტორი.
ბიზნესს ასოციაციის წარმომადგენელი უშუალოდ ჰესების მშენებლობაზეც საუბრობს და ხაზს უსვამს, რომ მსგავს სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტში, როგორც სახელმწიფო, ასევე მაღალი რეპუტაციის მქონე საერთაშორისო კომპანია უნდა იყოს ჩართული.
"ბოლო გამოცდილებამ "ნამახვანი ჰესმა" გვაჩვენა, რომ პროექტი გაცილებით სტაბილური იქნება, თუ წარმოდგენილი გვეყოლება სახელმწიფო, როგორც მხარე და ასევე, ძლიერი, მაღალი რეპუტაციის მქონე საერთაშორისო კომპანია, რომელსაც სააქციო კაპიტალთან ერთად, ტექნოლოგიური უნარი ექნება, რომ მშენებლობის და მართვის ნაწილში პასუხისმგებლობა აიღოს. მსგავსი ტიპის კოლაბორაცია დამატებითი კაპიტალის მოზიდვის დიდ კოლაბორაციას ქმნის - ინვესტორებს "ჯგუფური სვლა" ახასიათებს", - აღნიშნავს ლევან ვეფხვაძე.