logo
Loading data...
მთავარი ინფრასტრუქტურა

სტატია

"სამცხე-ჯავახეთის საგზაო ინფრასტრუქტურის გასაუმჯობესებლად ₾200 მლნ ტენდერში გამარჯვებული კომპანია გამოვლინდა"

"სამცხე-ჯავახეთის საგზაო ინფრასტრუქტურის გასაუმჯობესებლად ₾200 მლნ ტენდერში გამარჯვებული კომპანია გამოვლინდა"

1793455620

სამცხე-ჯავახეთის რეგიონში საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით გამოცხადებულ 200 მილიონი ლარის ღირებულების ტენდერში გამარჯვებული კომპანია გამოვლენილია. ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ რეგიონში ინფრასტრუქტურული პროექტების დათვალიერებისას განაცხადა.

მინისტრის თქმით, სამცხე-ჯავახეთში საგზაო ინფრასტრუქტურის მდგომარეობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა და სამინისტრო არსებული პრობლემების ეტაპობრივად მოგვარებას გეგმავს.

რევაზ სოხაძემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა კარწახის გზაზე, რომლის მდგომარეობაც წლების განმავლობაში პრობლემად რჩება.

„სამცხე-ჯავახეთში საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებით ბევრი პრობლემა გვაქვს. ერთ-ერთი ასეთია კარწახის გზა, რომელიც მნიშვნელოვნად არის დაზიანებული და წლების განმავლობაში მისი მოწესრიგება ვერ მოხერხდა. რეგიონში საგზაო ინფრასტრუქტურის გასაუმჯობესებლად უკვე გამოვაცხადეთ 200 მილიონი ლარის ტენდერი და გამოვლენილია გამარჯვებული კომპანია. ჩვენი მიზანია, მნიშვნელოვანი ცვლილებები შევიტანოთ სამცხე-ჯავახეთის საგზაო ინფრასტრუქტურის მდგომარეობაში“, - განაცხადა მინისტრმა.

რევაზ სოხაძის თქმით, რეგიონში საგზაო პროექტების განხორციელება მომავალშიც გაგრძელდება, რათა ეტაპობრივად მოგვარდეს არსებული პრობლემები და გაუმჯობესდეს გადაადგილების პირობები.

ამჟამად მიმდინარეობს ხაშური-ახალციხე-ვალეს საავტომობილო გზის მონაკვეთების რეაბილიტაცია. ამასთან, დაგეგმილია სხვა საგზაო პროექტების განხორციელებაც.

მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სამცხე-ჯავახეთი საქართველოსთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი რეგიონია და მისი საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარება სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტია.

გამოგვყევით