logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

2 ჩანაფიქრი ერთ მოქმედებაში - მიწის ნაკვეთი საჩუქრად!

2 ჩანაფიქრი ერთ მოქმედებაში - მიწის ნაკვეთი საჩუქრად!

1759905297

„მეტროპოლი“ კვლავ ქმნის შეთავაზებებს, რომლებიც ადამიანების სურვილებს პასუხობს.

ნებისმიერ ადამიანს, ალბათ, ერთხელ მაინც უფიქრია: „ახლა ბინას ვიყიდი, მაგრამ მერე აუცილებლად ავაშენებ სახლს ბუნებაში“ —„მეტროპოლმა“ ეს ფიქრები რეალობად აქცია და ადამიანებს ორი ჩანაფიქრის ერთი მოქმედებით რეალიზება შესთავაზა.

თუ ხარ საქართველოს მოქალაქე და შეიძენ „მეტროპოლის“ ბინას თბილისში ან ბათუმში, საჩუქრად თბილისიდან 55 კილომეტრის დაშორებით, მანგლისში, მინიმუმ, 600 კვადრატულ მეტრამდე მიწის ნაკვეთს  მიიღებ.

სწორედ ახლა არის დრო, როცა, ბინის შეძენასთან ერთად, მომავალში საკუთარ მიწის ნაკვეთზე, ბუნებაში, შენი საოცნებო სახლის აშენება შეგიძლია.

რატომ მანგლისი? მანგლისი არის ცნობილი კურორტი, რომელიც გამოირჩევა სუფთა ჰაერით, ზომიერი ჰავითა და 200 ჰექტარზე გადაჭიმული ულამაზესი ფიჭვის ტყით, რაც დასვენებისა და სიჯანსაღისთვის იდეალურ გარემოს ქმნის.

ადგილი გამორჩეულია კულტურულ-ისტორიული მნიშვნელობითა და ტრადიციებით.

„მეტროპოლის“ პროექტები „მეტროპოლი“ პირველი დეველოპერული კომპანიაა საქართველოში, რომელიც  დაინტერესებულ ადამიანს  უძრავი ქონების სრულ სპექტრს სთავაზობს: ჩაიფიქრა მან სახლი თბილისში  თუ ზღვისპირა აპარტამენტი ბათუმში, ინვესტიცია მომავალში თუ ქალაქისგან მოშორებით ცხოვრება, როგორც დასვენება.

მეტროპოლის მიმდინარე პროექტები: თბილისში: „მეტროპოლ ქავთარაძე“, „მეტროპოლ ორთაჭალა“; სუბურბანული - „მეტროპოლ ლისი” და „მეტროპოლ შინდისი“; ბათუმი - „კუბი“, „ოვალი“ და „პარალელი“.

კომპანიის ხედვა

„მეტროპოლი“ არ არის მხოლოდ საცხოვრებელი სივრცეების განმავითარებელი კომპანია. ის არის ბრენდი, რომელიც ადამიანებს ეხმარება, საკუთარი ჩანაფიქრები რეალობად აქციონ. კომპანიაში სჯერათ, რომ ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე ამაღელვებელი და მნიშვნელოვანი ჩანაფიქრი საკუთარი სახლის ფლობაა, რადგან სახლი არის ადამიანის უმთავრესი თავშესაფარი და, ამავდროულად, თვითგამოხატვის  ადგილი, რომელიც შენი სურვილებისა და მისწრაფებების ენერგიას ატარებს.

მეტროპოლი — სახლი, რომელიც ჩაიფიქრე.

გამოგვყევით