logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

საცხენოსნო ტურების ქართული კომპანია HORSETOURS.GE პოლონეთის ბაზარზე გასვლას გეგმავს

საცხენოსნო ტურების ქართული კომპანია HORSETOURS.GE პოლონეთის ბაზარზე გასვლას გეგმავს. როგორც კომპანიის დამფუძნებელმა ანა ნადირაძემ "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა, HORSETOURS.GE რამდენიმე ქვეყანაში უკვე აქტიურად ოპერირებს.

კერძოდ, HORSETOURS.GE წარმოდგენილია მაროკოში, ყირგიზეთში და ევროპის სხვა ქვეყნებში. როგორც ანა ნადირაძე აღნიშნავს, კომპანია ამ მიმართულებით განვითარებას აქტიურად აპირებს.

"მსოფლიოს ნებისმიერი კუთხიდან არის შესაძლებელი საცხენოსნო ტურების არა მხოლოდ საქართველოში, არამედ სხვადასხვა ქვეყანაში დაგეგმვა. სამომავლოდ კი ამ ჩამონათვალს პოლონეთიც შეუერთდება. აღნიშნულ ბაზართან მოლაპარაკებები აქტიურად მიმდინარეობს. მოთხოვნა თავად ქვეყნების მხრიდანაც მოდის და შემდეგ დგება ჩვენი კომუნიკაცია. უცხოურ ბაზრებზე სხვადასხვა ფერმებთან და რანჩოებთან გვაქვს ხელშეკრულებები და ტურებიც შესაბამისად იგეგმება. ჩვენ, რა თქმა უნდა, ამით არ შემოვიფარგლებით და ვგეგმავთ სხვა ქვეყნების ეტაპობრივად ათვისებას", - აცხადებს ანა ნადირაძე.

გარდა ამისა, HORSETOURS.GE-ის დამფუძნებელი აღნიშნავს, რომ ადგილობრივ ბაზარზე საცხენოსნო ტურების მიმართულება ძალიან პოპულარული გახდა და მოთხოვნა, წინა წელთან შედარებით, თითქმის გასამმაგდა.

ცნობისთვის,პლატფორმა horsetours.ge  საცხენოსნო ტურიზმის განვითარების მიზნით, 2 წლის წინ შეიქმნა.

სტარტაპი დარგის გაციფრულებასა და ხელმისაწვდომობის გაზრდას გულისხმობს, როგორც მომხმარებლისთვის, ასევე სერვისის მიმწოდებლისთვის. სტარტაპის პროექტმა ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) 30 000 ლარიან საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა.

გამოგვყევით