logo
Loading data...
მთავარი ეკონომიკა

სტატია

"2025 წელს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი მშპ-ის 5.0%-ის დონეზეა მოსალოდნელი" - Galt & Taggart

2025 წელს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი მშპ-ის (მთლიანი შიდა პროდუქტი) 5.0%-ის დონეზეა მოსალოდნელი, რაც მცირედით ნაკლებია 2024 წლის მაჩვენებელზე (5.4%). ამის შესახებ ინფორმაციას Galt & Taggart ავრცელებს

ამასთან, სებ-ის მონაცემებით, 2025 წლის მეორე კვარტალში მიმდინარე ანგარიშის დეფიციტმა მშპ-ის 3.0% შეადგინა.

"სებ-ის მიხედვით, 2025 წლის მე-2 კვარტალში მიმდინარე ანგარიშის დეფიციტმა მშპ-ის 3.0% შეადგინა, რამაც 2025 წლის პირველ ნახევარში მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის 5.3%-მდე შემცირება განაპირობა. აღნიშნული გაუმჯობესება ძირითადად მომსახურების ბალანსის 17.1%-იანი ზრდითაა გამოწვეული, რასაც თავის მხრივ ხელი შეუწყო შემოსავლების ICT-ის (+43.8% წ/წ, $560 მლნ), ტურიზმის (+3.8% წ/წ, $2.0 მლრდ) და ტრანსპორტის (4.6% წ/წ, $827 მლნ) ზრდამ", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

როგორც კვლევიდან ვიგებთ, საქონლით ვაჭრობის დეფიციტი, საგარეო დისბალანსის ყველაზე დიდი წყარო წლიურად 0.5%-ით, კერძოდ, $3.4 მლრდ-მდე გაიზარდა.

"აღსანიშნავია, რომ 2025 წლის პირველ ნახევარში, წმინდა პირდაპირი უცხოური ინვესტიციები დაფინანსების დომინანტურ წყაროდ დარჩა და მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი 65.3%-ით დააფინანსა.

ჩვენი პროგნოზით, 2025 წელს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი მშპ-ს 5.0%-ის დონეზეა მოსალოდნელი (2024 წელს 5.4% იყო)", - ვკითხულობთ ინფორმაციაში.

გამოგვყევით