logo
Loading data...
მთავარი ეკონომიკა

სტატია

საქართველოში მშენებლობა 4.4%-ით გაძვირდა - "საქსტატი"

საქართველოში მშენებლობა 4.4%-ით გაძვირდა - "საქსტატი"

1759828500

2025 წლის აგვისტოში მშენებლობის ღირებულების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 0.02 პროცენტით გაიზარდა, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით ინდექსი გაიზარდა 4.4 პროცენტით. ამის შესახებ ინფორმაციას "საქსტატი" ავრცელებს.

მათ შორის: 

  • საცხოვრებელი სეგმენტის ინდექსი წინა თვესთან შედარებით გაიზარდა 0.4 პროცენტით, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით 8.9 პროცენტით; 
  • არასაცხოვრებელი სეგმენტის ინდექსი წინა თვესთან შედარებით შემცირდა 1.4 პროცენტით, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით გაიზარდა 4.0 პროცენტით; 
  • სამოქალაქო სეგმენტის ინდექსი წინა თვესთან შედარებით გაიზარდა 0.1 პროცენტით, ხოლო გასული წლის შესაბამის თვესთან შედარებით 0.3 პროცენტით.

წინა თვესთან შედარებით 0.02 პროცენტიანი ზრდა, ძირითადად, განპირობებული იყო ტრანსპორტირების, საწვავისა და ელექტროენერგიის ხარჯების კატეგორიის 1.2 პროცენტიანი გაძვირებით, რამაც 0.1 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში.

რაც შეეხება წინა წლის შესაბამის თვესთან ინდექსის ზრდას - ეს უმეტესწილად, გამოწვეული იყო მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 16.1 პროცენტიანი ზრდით და მანქანა-დანადგარების ხარჯების კატეგორიის 5.3 პროცენტიანი გაძვირებით, რამაც შესაბამისად, 3.87 და 0.34 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში. ამასთან, 2022 წლის თებერვალთან შედარებით მშენებლობის ღირებულების ინდექსი გაიზარდა 25.0 პროცენტით.

გამოგვყევით