ბიუჯეტის პროექტით მთავრობის ვალი 2026 წელს მშპ-ს (მთლიანი შიდა პროდუქტი) 34.9%-ს გაუტოლდება, რომლის კომპოზიციაში შიდა ვალის წილი მშპ-ს 11.9%-მდე იზრდება. ამის შესახებ ინფორმაციას Galt & Taggart ავრცელებს.
"მთავრობამ პარლამენტს წარუდგინა 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პირველადი ვარიანტი, რომელიც 5.0%-იან ეკონომიკურ ზრდას და 4.0%- იან დეფლატორს ითვალისწინებს. ამასთან, საერთი ბიუჯეტის დეფიციტი მშპ-ის
2.5%-იან ნიშნულზეა დაგეგმილი. აღსანიშნავია, რომ საგადასახადო შემოსავლები წლიურად 5.9%-ით იზრდება მშპ-ის 24.2%-მდე და პრივატიზაციიდან მოსალოდნელი შემოსავლები 350 მლნ ლარია. ბიუჯეტის მთლიანი ხარჯები მშპ-ის 29.4%-ის დონეზეა დაგეგმილი, სადაც კაპიტალური ხარჯების მშპ-თან ფარდობის მაჩვენებელი 6.9%-ს შეადგენს (2025 წლის მოსალოდნელი 7.9%-ია).
ამასთან, ბიუჯეტის პროექტით მთავრობის ვალი 2026 წელს მშპ-ს 34.9%-ს გაუტოლდება, რომლის კომპოზიციაში შიდა ვალის წილი მშპ-ს 11.9%- მდე იზრდება (2025 წლის 11.4%-დან), ხოლო საგარეო ვალის წილი მშპ-ს 23.0%-მდე მცირდება (2025 წლის 24.5%-დან)", - ნათქვამია ინფორმაციაში.