მსოფლიო ბანკი 2025 წლისთვის საქართველოს ეკონომიკურ ზრდის პროგნოზს 1.5 პროცენტული პუნქტით, 7%-მდე ზრდის - ამის შესახებ ბანკის მიერ გამოქვეყნებულ ეკონომიკურ მიმოხილვაშია აღნიშნული.
დოკუმენტის მიხედვით, 2026 წლისთვის ქვეყანაში 5.5%-ის ეკონომიკური ზრდა არის ნავარაუდევი, რაც წინა პროგნოზთან შედარებით 0.5 პროცენტული პუნქტით მეტია.
დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ საქართველოს ეკონომიკური ზრდა მხარდაჭერილია ტურიზმის, სამშენებლო სექტორის და ენერგეტიკის განვითარებით, თუმცა სტრუქტურული გამოწვევები კვლავ რჩება. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ფაქტორია კერძო სექტორის ზრდა, მცირე და საშუალო ბიზნესის წახალისება, ასევე ინვესტიციების მოზიდვა ენერგეტიკისა და ინფრასტრუქტურის მიმართულებით.
ანგარიშის მიხედვით, სამხრეთ კავკასიის რეგიონში, სადაც საქართველო, სომხეთი და აზერბაიჯანი შედიან, განსაკუთრებული პოტენციალია განახლებადი ენერგიის, ლოგისტიკისა და ციფრული ბიზნესების განვითარებისთვის. საქართველო, როგორც ტრანზიტული ქვეყანა, ითვლება ერთ-ერთ მთავარ ენერგეტიკულ და სატრანსპორტო კორიდორად რეგიონში, რაც ზრდის მის მნიშვნელობას რეგიონულ ვაჭრობაში.
ცნობისთვის, ბოლო ერთი თვის განმავლობაში მსოფლიო ბანკის მსგავსად, საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 7%-მდე გაზარდა EBRD-მა და ADB-იმ.