logo
Loading data...
მთავარი სოფლის მეურნეობა

სტატია

დავით სონღულაშვილმა, სოფელ კვარხითში, სახელმწიფო ხელშეწყობით შექმნილი სამაცივრე მეურნეობა დაათვალიერა და ფერმერებს შეხვდა

დავით სონღულაშვილმა, სოფელ კვარხითში, სახელმწიფო ხელშეწყობით შექმნილი სამაცივრე მეურნეობა დაათვალიერა და ფერმერებს შეხვდა

1759843324

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კვარხითში, კომპანიის „ტირიფონის ხილი“  სამაცივრე მეურნეობაში იმყოფებოდა.

მეურნეობაში შეხვედრა გაიმართა ფერმერებთან, სადაც შიდა ქართლში არსებულ გამოწვევებზე გამახვილდა ყურადღება. საუბარი შეეხო სოფლის განვითარების სააგენტოს თანადაფინანსების გარკვეულ პროგრამებში ცვლილებების აუცილებლობას. მინისტრის განცხადებით, სამინისტრო მუშაობს სხვადასხვა მხარდამჭერი პროექტებისა და პროგრამების გარკვეულ ცვლილებებზე, მათ შორის, ცოდნაზე ხელმისაწვდომობის გაზრდაზე, რაც უცხოელი აგროკონსულტანტების მომსახურების თანადაფინანსებას გულისხმობს.

შპს „ტირიფონის ხილი“ თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი სამაცივრე მეურნეობა სოფლის განვითარების სააგენტოს „გადამმუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების“ პროგრამისა და პროექტის  „შეღავათიანი აგროკრედიტი“ მხარდაჭერით  შეიქმნა.

შემნახველი ინფრასტრუქტურა მოიცავს  იტალიური და გერმანული წარმოების სამაცივრე დანადგარებს, რომელთაც  1,000 ტონა ხილის შენახვის შესაძლებლობა აქვთ.

საწარმო აღჭურვილია საათში 5 ტონამდე სიმძლავრის დამხარისხებელი ხაზით, რომელიც ვაშლს ახარისხებს წონის, ზომის და შეფერილი ზედაპირის პროცენტული მაჩვენებლის მიხედვით.

სოფლის განვითარების სააგენტოს მიერ „გადამმუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროგრამის“ ფარგლებში 131,716,620 ლარით დაფინანსებულია გადამმუშავებელი და  შემნახველი 285  საწარმოს შექმნა. მათ შორის, შიდა ქართლის რეგიონში  54,869, 946 ლარით თანადაფინანსებულია  გადამმუშავებელი და შემნახველი 121 საწარმო.

მინისტრთან ერთად გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლაშა დოლიძე, სახელმწიფო რწმუნებული შიდა ქართლის მხარეში სიმონ გულედანი და სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი ავალიანი იმყოფებოდნენ.

გამოგვყევით