logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

ახალი წლის პერიოდში სავაჭრო ობიექტებზე მოთხოვნა განსაკუთრებით იზრდება - "ლილო მოლი"

სავაჭრო ცენტრ "ლილო მოლის" დირექტორის გიორგი კვარაცხელიას განცხადებით, ახალი წლის პერიოდში სავაჭრო ობიექტებზე მოთხოვნა განსაკუთრებით იზრდება.

როგორც კვარაცხელია  "ბიზნესპარტნიორთან" აღნიშნავს, ამ ეტაპზე სავაჭრო ცენტრში თავისუფალი ადგილი თითქმის არ არის.

"ჩვენთან თითქმის არასდროს არ არის თავისუფალი ადგილი. მომხმარებლების მხრიდან მოთხოვნა სტაბილურად იზრდება. მოლში სავაჭრო  ობიექტების დეფიციტიც კი შეინიშნება და სწორედ ამიტომ ვმუშაობთ ახალ პროექტზე", - აღნიშნა მან.

რაც შეეხება გაფართოების გეგმას - გიორგი კვარაცხელიას განცხადებით, აღნიშნულზე მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს.

"განიხილება რამდენიმე ვარიანტი. ეს საკმაოდ ხანგრძლივი პროცესია. პროექტის დამტკიცების შემდეგ, რა თქმა უნდა, მშენებლობასაც დავიწყებთ", - აცხადებს გიორგი კვარაცხელია.

ცნობისთვის, ამჟამად სავაჭრო ცენტრის საკუთრებას წარმოადგენს 35 ჰექტარზე განლაგებული სავაჭრო კომპლექსი, სადაც 6 000-მდე მაღაზიაა განთავსებული.

"ლილო მოლი" 33 წლის წინ გაიხსნა.  დღეის მდგომარეობით, 4000-მდე  ადამიანია ეწევა სავაჭრო საქმიანობას. სავაჭრო ცენტრს ყოველწლიურად 4 მილიონზე მეტი ვიზიტორი სტუმრობს.

ფინანსები

გამოგვყევით