logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

"არემჯის" ახალგაზრდა მეცნიერთა მხარდაჭერის პროგრამა

"არემჯის" ახალგაზრდა მეცნიერთა მხარდაჭერის პროგრამა

1742901018

კომპანია "არემჯი" აგრძელებს გაეროს მდგრადი განვითარების მეოთხე მიზნის ფარგლებში ხარისხიანი განათლების მხარდაჭერას. წლების მანძილზე, ახალგაზრდებისთვის სხვადასხვა არაფორმალური განათლების პროექტებისა და  სტუდენტური პროგრამების შეთავაზების პარალელურად, კომპანიამ ახალი პროექტი წარადგინა, რომელიც სამთო-გეოლოგიურ დარგში მოღვაწე ახალგაზრდა მეცნიერთა მხარდაჭერას ითვალისწინებს.

"არემჯის" თბილისის ოფისში, ახალგაზრდა მეცნიერთა მხარდაჭერის პროგრამის პრეზენტაცია და მისი მონაწილეების წარდგენა გაიმართა. არემჯის ახალგაზრდა მეცნიერის ჯილდო - წელს 15 ახალგაზრდას გადაეცა და ის ერთი წლის განმავლობაში, ყოველთვიურ ფინანსურ წახალისებას ითვალისწინებს. გამარჯვებულებს შორის არიან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, საინჟინრო გეოლოგიისა და ჰიდროგეოლოგიის ინსტიტუტის, გეოლოგიის ინსტიტუტის, მინერალური ნედლეულის კავკასიის ინსტიტუტის, გეოფიზიკის ინსტიტუტისა და სამთო ინსტიტუტის თანამშრომლები.

„მოხარული ვარ რომ ჩვენი განათლების მხარდაჭერის პროექტები გასცდა სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტების მხარდაჭერის ფარგლებს და ახლა უკვე ახალგაზრდა მეცნიერების წახალისებას ითვალისწინებს. ვფიქრობ, რომ ეს ძალიან დროული და საჭირო ინიციატივაა. ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ, როგორც საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან, ასევე ყველა დარგობრივ კვლევით ინსტიტუტთან. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ამ დაწესებულებებში დარჩენა და  სამეცნიერო თუ კვლევითი საქმიანობაში აქტიურად ჩაბმა,  რაც შეიძლება ბევრმა ახალგაზრდამ გადაწყვიტოს. ვფიქრობ, ეს პროგრამა ხელს შეუწყობს ახალგაზრდების ჩართულობას და დაინტერესებას სამეცნიერო საქმიანობით.“ - აღნიშნა "არემჯის" გენერალურმა დირექტორმა ჯონი შუბითიძემ.

2025 წლის დასაწყისში, კომპანია არემჯის მენეჯმენტმა მიმართა საქართველოში დარგობრივ უმაღლეს სასწავლებლებსა და კვლევით ინსტიტუტებს, რათა მათთან დასაქმებული გამორჩეული, მეცნიერ-თანამშრომლები და მკვლევრები (რომელთა ასაკი არ აღემატება 35 წელს) ახალგაზრდა მეცნიერის ჯილდოზე წარედგინათ.

„ჩვენ თვალს ვადევნებთ არემჯის, თუ როგორ ეფექტურად ეხმარება საგანმანათლებლო მიმართულებებს. ეს არ არის სოციალური პროექტი, ეს არის მართლაც მამულიშვილური საქმე.  დღეს საქართველოში სამეცნიერო სფეროს მხარდაჭერა ძალიან დიდი მოტივაციაა, როგორც ახალგაზრდებისთვის, ასევე ინსტიტუტის ადმინისტრაციისთვის.  

ჩვენი ინსტიტუტიდან წარდგენილი ორი კანდიდატი სამეცნიერო საბჭომ  ღია კონკურსის წესით  შეარჩია. ახალგაზრდა მეცნიერთა მხარდაჭერის პროგრამის ერთი გამარჯვებული დოქტორია, რომელიც წიაღისეულის გამდიდრების მიმართულებით მუშაობს და დიდი გამოცდილება აქვს. მეორე გამარჯვებული  კი მაგისტრატურის მეორე კურსის სტუდენტია. ვფიქრობ ეს მისთვის დიდი მოტივაცია იქნება, რომ წარმატებით დაიცვას თავისი სამაგისტრო ნაშრომი.“ - განაცხადა სამთო ინსტიტუტის დირექტორმა, პროფესორმა, ნიკოლოზ ჩიხრაძემ.

„გეოფიზიკის ინსტიტუტში მუშაობა დავიწყე 2013 წელს და დღემდე ვმუშაობ დედამიწის ფიზიკისა და გეომაგნეტიზმის სექტორში, მიწისძვრების მონაცემთა ანალიზზე, საძიებო გეოფიზიკურ კვლევებზე.

მოგეხსენებათ საქართველოში სამეცნიერო მიმართულებებით, მათ შორის დედამიწის შემსწავლელი მიმართულებებით დასაქმება საკმაოდ რთულია. ამიტომ, კერძო კომპანიების ჩართულობა და ახალგაზრდების მსგავსი ტიპის ჯილდოთი წახალისება ძალიან მნიშვნელოვანია.  “ - აღნიშნა "არემჯის" ახალგაზრდა მეცნიერთა მხარდაჭერის პროგრამის გამარჯვებულმა, გეოფიზიკის ინსტიტუტის დედამიწის ფიზიკისა და გეომაგნეტიზმის სექტორის მეცნიერ თანამშრომელმა  ნინო ყვავაძემ.

ღონისძიებაზე, გეოლოგიის დარგში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, არემჯის გენერალურმა დირექტორმა ჯონი შუბითიძემ მადლობის სიგელი გადასცა აკადემიკოს დავით შენგელიას, რომელიც აქტიურ მოღვაწეობას აგრძელებს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული ეკადემიაში.

 

გამოგვყევით