კახეთში, კარდენახში მდებარე სასტუმრო "ამპელოს" წარმომადგენლის თამარ პაიჭაძის ინფორმაციით, 2025 წელს, სასტუმროში, როგორც უცხოელ, ასევე ქართველ ვიზიტორთა ჯავშნები იზრდება.
მისივე ინფორმაციით, გურჯაანის მუნიციპალიტეტში მდებარე სასტუმროში კორპორაციული ჯავშნებიც გაზრდილია.
"სასტუმრო "ამპელოში" წელს, გაზაფხულზე უკვე მოგვემატა ჯავშნები, ასევე გაიზარდა კორპორაციული დაკვეთები, მოთხოვნა არის კორპორაციულ ჯგუფებზე. შარშანდელი შემოდგომა არ იყო კარგი, ეს ეტყობოდა როგორც საერთაშორისო ტურისტულ ნაკადს, ასევე ადგილობრივს, მაგრამ წელს, გაზაფხულზე უკვე კარგი შედეგები გვაქვს", - აცხადებს თამარ პაიჭაძე.