სასტუმრო Hilton Garden Inn Tbilisi-ის გენერალური მენეჯერი ნინო ურუშაძე 2024 წელს დადებითად აფასებს. მისი თქმით გასულ წელს როგორც სასტუმროს ნომრებიდან, ისე სასტუმროში გამართული ღონისძიებებიდან მიღებული შემოსავლები გაიზარდა.
“2024 წელი წარმატებული იყო, RevPAR მაჩვენებლის მიხედვით, რომელიც დატვირთვასა და საშუალო გასაყიდ ფასს აერთიანებს, 2023 წელთან მიმართებაში ჩვენ ორნიშნა პროცენტული ზრდა დავაფიქსირეთ “, – აცხადებს ნინო ურუშაძე.
მისივე ინფორმაციით, 2025 წლის ზამთრის სეზონზე დაბალი მოთხოვნა იყო, თუმცა მარტიდან დატვირთულობის ზრდის ტენდენციები შეინიშნება.
"2025 წლის ბოლომდე 2024 წლის მონაცემების გაუმჯობესებას ვპროგნოზირებთ, რადგან ამ ეტაპისთვის არსებული ჯავშნების რაოდენობა აღემატება იგივე პერიოდის წინა წლის მონაცემებს“,-აცხადებს Hilton Garden Inn Tbilisi-ის გენერალური მენეჯერი.