logo
Loading data...
მთავარი ფინანსები

სტატია

ღია ბანკინგის ეკოსისტემის გამოყენებით, ბაზარს კიდევ ერთი ახალი, ინოვაციური ბიზნეს მოდელი შეემატა

ღია ბანკინგის ეკოსისტემის გამოყენებით, ბაზარს კიდევ ერთი ახალი, ინოვაციური ბიზნეს მოდელი შეემატა

1742906871

საქართველოს ეროვნული ბანკი ღია ბანკინგის ეკოსისტემის განვითარებას განაგრძობს, რითაც ხელს უწყობს ფინანსურ სექტორში კონკურენციის ზრდას. ამ მიმართულებით კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა - ვალუტის გადამცვლელი პუნქტი შპს „ვერტო“ღია ბანკინგის სისტემის მონაწილე გახდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს. 

ღია ბანკინგი უზრუნველყოფს ფინანსური მომსახურების დივერსიფიკაციას და მომხმარებლისთვის ინოვაციური, სწრაფი და უსაფრთხო სერვისების შექმნას. „ვერტო“-ს განსხვავებული პროდუქტით ჩართვა აღნიშნულ სისტემაში, მომხმარებლების მიერ თავიანთ ფინანსურ ოპერაციებზე მეტი მოქნილობის ახალი შესაძლებლობის წინაპირობაა.

ღია API-ების (Application Programming Interface) ინტეგრაციის საშუალებით, კომპანია მომხმარებლებს შესთავაზებს ანგარიშზე ინფორმაციის წვდომისა და გადახდის ინიციირების სერვისებს, რაც ფინანსური ოპერაციების პროცესს უფრო გაამარტივებს და მომხმარებლის გამოცდილებასაც გააუმჯობესებს, განსაკუთრებით იმ ფონზე,  როცა ციფრული ფინანსური სერვისების განვითარება აღმავალ ტრენდს აჩვენებს.

საქართველოს ეროვნული ბანკი აქტიურად მუშაობს ღია ბანკინგის ჩარჩოს გაძლიერებაზე, რომელიც უზრუნველყოფს ფინანსური ეკოსისტემის მდგრად განვითარებას, მონაცემთა უსაფრთხოებასა და კონკურენტულ გარემოს შექმნას. ახალი მონაწილეების ჩართვა გაზრდის მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი სერვისების მრავალფეროვნებას. ასევე, ხელს შეუწყობს ფინანსური სექტორის ციფრულ ტრანსფორმაციას.

აღსანიშნავია, რომ ღია ბანკინგის დანერგვა ეკონომიკის ციფრულ გარდაქმნაში სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ნაბიჯია. ფინანსური ტექნოლოგიების როლი იზრდება, მომხმარებელთა მოთხოვნები კი უფრო დინამიური ხდება. ამ პროცესში საქართველოს ეროვნული ბანკი მუდმივ მზაობას გამოთქვამს მხარი დაუჭიროს სხვადასხვა ინოვაციურ გადაწყვეტასა და ღია ბანკინგის ეკოსისტემის განვითარებას.

კითხვების ან დაინტერესების შემთხვევაში შეგიძლიათ მიმართოთ სებ-ის ინოვაციების ოფისს - innovationoffice@nbg.gov.ge

გამოგვყევით