logo
Loading data...
მთავარი ტურიზმი

სტატია

Air Serbia საქართველო-სერბეთს შორის პირდაპირ ავიამიმოსვლას იწყებს

Air Serbia საქართველო-სერბეთს შორის პირდაპირ ავიამიმოსვლას იწყებს

1742893586

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, 15 ივნისიდან, საქართველოს ავიაბაზარზე, ახალი ევროპული ავიაკომპანია Air Serbia შემოდის. 

უწყების ცნობით, აქტიური მოლაპარაკებები საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ სერბეთის ფლაგმანთან წარმატებით დაასრულა.

ავიაკომპანია ბელგრადიდან თბილისის მიმართულებით და პირიქით პირდაპირ რეგულარულ რეისებს კვირაში 3 სიხშირით, Airbus 319-ით შეასრულებს. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორის, ლევან მოსეშვილის განცხადებით, საქართველოსა და სერბეთს შორის ამ დრომდე პირდაპირი რეგულარული ავიამიმოსვლა არასდროს ყოფილა.

,,მოხარულები ვართ, რომ საქართველოს ავიაბაზარზე სერბეთის ფლაგმანი ავიაკომპანია Air Serbia შემოდის. საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავიაკომპანიასთან მოლაპარაკებებს რამდენიმე წლის განმავლობაში აწარმოებდა. ბოლო პერიოდის განმავლობაში კი გაცილებით ინტენსიური გახდა, დასკვნით ფაზაში მოლაპარაკებების პროცესში თბილისისა და ბათუმის აეროპორტების ოპერატორი კომპანია TAV Georgia ჩაერთო. საბოლოოდ, ავიაკომპანიასთან შევთანხმდით, რომ ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე ჩვენ დედაქალაქებს შორის პირდაპირ ავიამიმოსვლა კვირაში სამი სიხშირით შესრულდება.

ავიაკომპანია ოპერირებას ბელგრადსა და თბილისს შორის სრული წლის განმავლობაში განახორციელებს,"-განაცხადა ლევან მოსეშვილმა.

Air Serbia პირველი სერბული ეროვნული ავიაკომპანია Aeroput-ის მემკვიდრეა, რომელიც 1927 წელს დაარსდა. 2024 წელს, საქართველოსა და სერბეთს შორის ჯამურმა მგზავრთნაკადმა 16,839 მგზავრი შეაედგინა, რაც 2023 წლის მონაცემებთან შედარებით  66 %-ით მეტია.

გამოგვყევით