logo
Loading data...
მთავარი ტურიზმი

სტატია

HSC Group Hospitality - ზაფხულის სეზონზე მოლოდინები საკმაოდ მაღალი გვაქვს

HSC Group Hospitality - ზაფხულის სეზონზე მოლოდინები საკმაოდ მაღალი გვაქვს

1742892449

HSC Group Hospitality დირექტორის და სასტუმრო Glarros OldTown-ის მმართველის გიორგი დოლიძის ინფორმაციით, წელს სასტუმროს ჯავშნების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაზრდილია.

„ამ ეტაპისთვის ვიმყოფებით გარდამავალი სეზონის ეტაპზე, რაც გულისხმობს დაბლიდან მაღალი სეზონისკენ ეტაპობრივ გადასვლას. იანვარ-თებერვალი საშუალოდ გვქონდა 45% დატვირთულობა, ხოლო მარტში ველოდებით 55%-მდე თვის დახურვას. რაც შეეხება ზაფხულის სეზონს, მოლოდინები საკმაოდ მაღალი გვაქვს, რის საფუძველსაც გვაძლევს წინასწარ გაკეთებული ჯავშნების მოცულობა და რეზერვაციებზე მოთხოვნების შემოსვლა. ვფიქრობთ, 2025 წლის ზაფხული საშუალოდ 80%-თ, ხოლო მთლიანად წელი საშუალოდ 72%-ით იქნება დატვირთული“-აცხადებს გიორგი დოლიძე. 

HSC Group Hospitality დირექტორის და სასტუმრო Glarros OldTown-ის მმართველის თქმით, სასტუმრომ 2025 წელს 2024 წელთან შედარებით ფასები გაზარდა.

„ფასებთან დაკავშირებით, წელს წინა წელთან შედარებით ზოგად ჭრილში საშუალოდ 10% ზრდა გვაქვს, ვცდილობთ მოთხოვნის ზრდის ან  კლებასთან მიმართებით დინამიკურად დავარეგულიროთ გამოცხადებული ფასები და მივყვეთ სეზონურ პრინციპებს. მთლიანობაში, 2024  წელთან  შედარებით წელს საფასო მაჩვენებლისა და დატვირთულობის ზრდა 8-10% მდე გვაქვს დაგეგმილი“-განაცხადა გიორგი დოლიძემ.

გამოგვყევით