logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

Black Friday-ის პერიოდში მომხმარებლების გაორმაგებულ რაოდენობას ველოდებით - ICI PARIS

Black Friday-ის პერიოდში მომხმარებლების გაორმაგებულ რაოდენობას ველოდებით, - ამის შესახებ პარფიუმერული კომპანია ICI PARIS-ის მარკეტინგის ხელმძღვანელმა ლინა ქალდანმა "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, კომპანიის ყველაზე გაყიდვადი ხაზი ისევ სუნამოებია, თუმცა წინა წელთან შედარებით, ტანის  მოვლის საშუალებების და კოსმეტიკის რეალიზაციის მაჩვენებლებიც გაიზარდა.

"Black Friday არის ის დრო, როდესაც გაყიდვები განსაკუთრებულად იზრდება. მომხმარებლებს ადგილზე ხვდებათ ისეთი შეთავაზებები, როგორიც წლის განმავლობაში არც ერთ სხვა პერიოდში არ არის. იყო დრო, როდესაც ჩვენი სამომხმარებლო ბაზა ძირითადად ქალბატონებზე იდგა, თუმცა ამ ბოლო პერიოდში შეინიშნება მამაკაცების რაოდენობის ზრდაც. ძირითად შემთხვევაში ჩვენი მომხმარებლები არიან ქართველები, თუმცა ტურისტულ სეზონზე, მაგალითად ზაფხულში, რა თქმა უნდა, უცხოელი მომხმარებლებიც გვყავს. 

განსაკუთრებით Black Friday-ის პერიოდში, ყველაზე მოთხოვნადი სუნამოების ხაზია. საახალწლოდ პროდუქტებს ძირითადად, სასაჩუქრედ ყიდულობენ, თუმცა Black Friday-ის დროს საკუთარ თავს უწყობენ დღესასწაულებს. 

ყველაზე მოთხოვნადი სუნამოები სეზონების მიხედვით განსხვავებულია, თუმცა რამდენიმე დასახელების ბრენდი მუდმივად არის ტოპ 5-ეულში. მათ შორის, არის Carolina Herrera, Narciso Rodriguez, Jean-Paul Gaultier და ა.შ", - აცხადებს ლინა ქალდანი.

შპს "პრესტიჟი" ბაზარზე  ICI PARIS  სავაჭრო ნიშნით მოღვაწეობს, კომპანიის ძირითადი საქმიანობა კოსმეტიკური და პარფიუმერული პროდუქტით საცალო და საბითუმო ვაჭრობაა. კომპანია  ჯამში 20 ფილიალს ფლობს. 

ICI PARIS  მაღაზიებში 80-მდე  პარფიუმერული სახელია წარმოდგენილი: Chanel , Hermes, Sisley, Shiseido, YSL, Lancome, Narciso Rodriguez, Dolce & Gabbana, Gucci, Chloe, Burberry, Bvlgari, Versace, J.P. Gaultier, I. Miyake, C. Klein, C. Herrera, Marc Jacobs, Cartier  და სხვა.

გამოგვყევით