logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

"ჩემი სათამაშოების სახლს" გაყიდვები დაახლოებით 10%-ით გაეზარდა

"ჩემი სათამაშოების სახლს" გაყიდვები დაახლოებით 10%-ით გაეზარდა

1744281960

„ჩემი სათამაშოების სახლს“  გაყიდვები დაახლოებით 10%-ით გაეზარდა. 

როგორც  კომპანიის დამფუძნებელი გიორგი ვარამაშვილი "ბიზნესპარტნიორთან"  აცხადებს,  ეს პირდაპირ უკავშირდება ხელმისაწვდომ ფასებსა  და მიმზიდველ ადგილმდებარეობას.

მისი  ინფორმაციით, სწორედ ეს არის ერთ-ერთი მოტივაცია იმისა, რომ  კომპანიაში მუდმივად იყოს განახლებადი ასორტიმენტი და რაც მთავარია - ხელმისაწვდომი ფასები.

მაღაზიაში წარმოდგენილია სათამაშოები ყველა ასაკისა და ინტერესის მქონე ბავშვებისთვის. ასორტიმენტი მუდმივად ახლდება, განსაკუთრებული აქცენტი კი  ბავშვების ინტერესებზე კეთდება.

ყველაზე მოთხოვნადი პროდუქცია,  ბიჭების შემთხვევაში - ავტომობილებია, ხოლო გოგონების -  სამზარეულოს ნაკრებები. ვცდილობთ, პატარა მომხმარებლების ინტერესებზე ვიყოთ მორგებული “ - განმარტავს გიორგი ვარამაშვილი.

კომპანიის თანადამფუძნებელი, გიორგი ბიძინაშვილი  კი აცხადებს, რომ ბავშვებისთვის სათამაშო უბრალო ნივთი არ არის – ეს მათი აღმოჩენებისა და სამყაროს გაცნობის პირველი ნაბიჯებია. შესაბამისად, კომპანია „ჩემი სათამაშოების სახლი“  მუდმივად ცდილობს პატარებს  მათ საჭიროებებზე  მორგებული პროდუქცია შესთავაზოს.

ჩვენი მისიაა შევქმნათ სივრცე, სადაც ყოველი ნივთი სიხარულს, განვითარებას და ფერად ემოციას ატარებს. ვფიქრობ, გამოგვდის“- აცხადებს გიორგი ბიძინაშვილი.

კომპანიის მენეჯმენტი  იმედოვნებს, რომ ბრენდი ზრდის მაჩვენებლებს მომავალშიც შეინარჩუნებს. 

შეგახსენებთ, „ჩემი სათამაშოების სახლის“  მაღაზია  2022 წლის დეკემბერს  გაიხსნა. 2025 წლამდე ის ვარკეთილში ფუნქციონირებდა, რამდენიმე თვეა კი ლოკაცია შეიცვალა და  საბურთალოზე, მიხეილ ბურძგლას N65-ში გადავიდა.

გამოგვყევით