logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

"დეგუსტო" ახალი საწარმოს გახსნას გეგმავს - პროექტის ინვესტიცია ₾4 მლნ-ს შეადგენს

"დეგუსტო" ახალი საწარმოს გახსნას გეგმავს - პროექტის ინვესტიცია 4 მლნ ლარს შეადგენს. როგორც კომპანიის ხელმძღვანელმა სანდრო ნორაკიძემ "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა, ახალი საწარმო მიმდინარე წლის ბოლომდე გაიხსნება და თბილისში, კერძოდ ფონიჭალაში იქნება. 

მისივე ინფორმაციით, ახალი საწარმოს გახსნის შემდეგ კომპანია ნახევარფაბრიკატების წარმოებას დაიწყებს.

"ახალ საწარმოში ნახევარფაბრიკატები ულტრა თანამედროვე სტანდარტებით დამზადდება. არ ვგეგმავთ ქსელურ მარკეტებში შესვლას და ნახევარფაბრიკატების ბრენდის შექმნას - აღნიშნული პროდუქცია ჩვენივე ქსელისთვის იქნება განკუთვნილი. ვფიქრობთ, რომ დაახლოებით, 100-მდე სახეობის ნახევარფაბრიკატს დავამზადებთ. 

რაც შეეხება არსებულ საწარმოებს - ამჟამად ჩვენ 2 საწარმო გვაქვს და ორივე საწარმო დაიხურება და მთლიანი წარმოება ახალ საწარმოში გადავა", - აღნიშნა სანდრო ნორაკიძემ.

მისივე ინფორმაციით, კომპანიის გაყიდვები ყოველწლიურად მზარდია და წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 10-15%-იანი მატება დაფიქსირდა. 

ცნობისთვის, „დეგუსტო“ ბაზარზე 2016 წლიდანაა და თბილისის მასშტაბით ჯამში 23 ფილიალს ფლობს.

 

გამოგვყევით