logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

GCCA-იმ "რუსთავის ავტობაზრობა" და "მიკადო ჯორჯია" ინფორმაციის მიუწოდებლობის გამო დააჯარიმა

GCCA-იმ "რუსთავის ავტობაზრობა" და "მიკადო ჯორჯია" ინფორმაციის მიუწოდებლობის გამო დააჯარიმა

1730196223

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოში (GCCA) ავტოიმპორტიორების ერთობლივი საჩივრის საფუძველზე, მოპასუხე ეკონომიკური აგენტების - შპს ,,რუსთავის ავტობაზრობის“  და შპს ,,მიკადო ჯორჯიას“ მხრიდან შესაძლო დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენების მიმართებით საქმის მოკვლევა მიმდინარეობს.

 საკითხი ეხება -  ქ. რუსთავის ავტობაზრობის ტერიტორიაზე, ავტოსადგომებით სარგებლობის სანაცვლოდ, მოპასუხე ეკონომიკური აგენტების მხრიდან არასამართლიანად მაღალი ფასის ან სხვა არასამართლიანი სავაჭრო პირობების პირდაპირ ან არაპირდაპირ დადგენას.

საქმის მოკვლევის პროცესში, არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების დადგენის მიზნით, მოპასუხე ეკონომიკური აგენტებისგან, GCCA-მ შესაბამისი დოკუმენტაცია გამოითხოვა. აღნიშნულმა კომპანიებმა, GCCA-ის წერილის ჩაბარების მიუხედავად, განსაზღვრულ ვადაში, გამოთხოვილი დოკუმენტაცია არ წარმოადგინეს, ხოლო ვადის დარღვევის შემდგომ, სააგენტოს არასრული სახით მიაწოდეს. შესაბამისად, ეკონომიკურ აგენტებს - შპს ,,რუსთავის ავტობაზრობასა“ და შპს ,,მიკადო ჯორჯიას“ ცალ-ცალკე დაეკისრათ ჯარიმა - 3 000 ლარის ოდენობით.

ინფორმაციისთვის: GCCA-ს მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის მისთვის მის მიერვე განსაზღვრულ ვადაში მიუწოდებლობის ან არასწორი/არასრული ინფორმაციის მიწოდების შემთხვევაში, იურიდიულ პირს ეკისრება ჯარიმა - 3 000 ლარის, ხოლო ფიზიკურ პირს − 1 000 ლარის ოდენობით. ინფორმაციის განმეორებით მიუწოდებლობის შემთხვევაში,  იურიდიულ პირს 5000 ლარის და ფიზიკურ პირს 3000 ლარის მოცულობით.

 2024 წელს, დასრულდა 2 მოკვლევის საქმე და 4 მიმდინარე რეჟიმშია. საანგარიშო პერიოდში, GCCA-ის გადაწყვეტილებით, 7 საჩივარზე დაუშვებლობის გადაწყვეტილება იქნა მიღებული.

 

გამოგვყევით