logo
Loading data...

"ლილო მოლის" დირექტორი: ამ დროისთვის სავაჭრო ცენტრი სრულად დატვირთულია

"ლილო მოლის" დირექტორი: ამ დროისთვის სავაჭრო ცენტრი სრულად დატვირთულია

1715159880

"ლილო მოლი" 100%-ით დატვირთულია, - ამის შესახებ  "ბიზნესპარტნიორთან" სავაჭრო ცენტრის დირექტორი გიორგი კვარაცხელია  აცხადებს. მისი ინფორმაციით, მოთხოვნა იმდენად მზარდია, რომ  შეიძლება ითქვას, მოლში სავაჭრო ობიექტების დეფიციტიც კი შეინიშნება. 

"ჩვენ პანდემიამდელ პერიოდს და საწყის ნიშნულს დავუბრუნდით. მთელი მოლი დატვირთულია. ჩვენთან არასდროს არ არის თავისუფალი ადგილი. მომხმარებლების მხრიდან მოთხოვნაც იზრდება. შესაბამისად, ყოველთვის დეფიციტია სავაჭრო ობიექტების. რაც შეეხება ფასებს - ჩვენ შენარჩუნებული გვაქვს ძველი ფასები", - აღნიშნა გიორგი კვარაცხელიამ.

რაც შეეხება გაფართოების პროექტს - გიორგი კვარაცხელიას თქმით, აღნიშნულზე მუშაობა დაახლოებით, 3 თვეში დასრულდება.

"ლილო მოლის" გაფართოების გენერალური გეგმა უკვე დავამტკიცეთ, ამ ეტაპზე პროექტზე მუშაობა მიმდინარეობს, რომელიც ჩემი ვარაუდით დაახლოებით, 3 თვეში დამტკიცდება. პროექტის დამტკიცების შემდეგ კი, მშენებლობას დავიწყებთ,"-აცხადებს კვარაცხელია. 

გაფართოების პროექტის საინვესტიციო ღირებულებას "ლილო მოლის" დირექტორი ჯერჯერობით ვერ აკონკრეტებს.

რაც შეეხება ამჟამინდელ ინფრასტრუქტურას, სავაჭრო ცენტრის საკუთრებას წარმოადგენს 35 ჰექტარზე განლაგებული სავაჭრო კომპლექსი, სადაც 6 000-მდე მაღაზიაა განთავსებული.

ცნობისთვის, "ლილო მოლი" 33 წლის წინ გაიხსნა.  დღეის მდგომარეობით, 4000-მდე  ადამიანია ეწევა სავაჭრო საქმიანობას. სავაჭრო ცენტრს ყოველწლიურად 4 მილიონზე მეტი ვიზიტორი სტუმრობს.

ანი მუმლაძე

გადაცემები

info@bp.ge

+995595334912

გამოგვყევით