"ლუკა პოლარემ" ბაქოში დამატებით 3 ფილიალი გახსნა. კომპანიამ სამივე ფილიალის გახსნაში 890 000 აშშ დოლარის ინვესტიცია განახორციელა.
"ლუკა პოლარე" აზერბაიჯანის ბაზარზე პირველად 2023 წლის აგვისტოში გავიდა, ამ დროისთვის კი 5 ფილიალით არის წარმოდგენილი.
„ვაგრძელებთ ბაქოში განვითარებას. გასულ კვირას რამდენიმე სხვადასხვა ფორმატის ფილიალი გავხსენით, მათ შორის ერთი ახლად გახსნილ სავაჭრო მოლში, ერთი ცენტრალურ ქუჩაზე და ჩვენი ფილიალი შეგხვდებათ ბაქოს სანაპირო კურორტ „Seabreeze”-ც. ბაქოში
ბაქოში არ ვწყვეტთ განვითარებას და პარალელურად ვიწყებთ ახალ ქვეყანაზე მუშაობას და მალე კონკრეტულ გეგმებს დავაანონსებთ!“ - თინათინ გობეჯიშვილი, კომპანიის დირექტორი.
აღსანიშნავია, რომ აზერბაიჯანის ფილიალებს და წარმოებას სრულად ქართული მენეჯმენტი მართავს, თუმცა ადგილობრივი კადრებით დაკომპლექტდა, როგორც სერვისის, ასევე წარმოებისა და ლოჯისტიკის დეპარტამენტები და ყოველი ახალი ობიექტის პარალელურად დასაქმებულთა რიცხვი იზრდება.
შეგახსენებთ, ლუკა პოლარე კაფე-სანაყინეების ქსელია, რომელიც მომხმარებელს 100-მდე სახეობის ნაყინს და ექსკლუზიურ ყავას სთავაზობს. ბრენდი უკვე 15 წელია მოღვაწეობს და ამ დროისთვის საქართველოს მასშტაბით 5 ქალაქშია წარმოდგენილი: თბილისში - 16 ფილიალი, ბათუმში -5, ქობულეთში - 1, ქუთაისში - 1, რუსთავში - 1, აზერბაიჯანში კი ბაქოში - 5ფილიალით.