logo
Loading data...

ქართული ბრენდი Nickola's-ი ზაფხულის კოლექციას, დაახლოებით, ერთ თვეში გამოუშვებს

ქართული ბრენდი Nickola's-ი ზაფხულის კოლექციას, დაახლოებით, ერთ თვეში გამოუშვებს

1715141940

ქართული ბრენდი Nickola's-ი ტანსაცმლის ზაფხულის კოლექციას, დაახლოებით, ერთ თვეში გამოუშვებს. როგორც ბრენდის დამფუძნებელმა ნიკოლას ქანთარიამ “ბიზნესპარტნიორთან” აღნიშნა, პროდუქციაზე მოთხოვნა ყოველწლიურად იზრდება.

მისივე თქმით, Nickola's-ის მომხმარებლების, დაახლოებით, 30% უცხოელები არიან, ხოლო ძირითადი ნაწილი ქართველები.

“სამოსი და ასევე, აქსესუარები ჩემს ატელიეში იქმნება. საქართველოს ბაზარი იმდენად პატარაა და მე ისეთ დროს დავიწყე ბრენდის შექმნა, რომ მაშინ ბაზარი კონკურენტული არ იყო, თუმცა ეს დროთა განმავლობაში შეიცვალა. მე ვფიქრობ, რომ პირველ რიგში დიზაინერი უნდა იყოს საინტერესო იმისთვის, რომ ბრენდი იყოს საინტერესო. მე ვქმნი პროდუქციას, რომელსაც ყველა ვერ ჩაიცვამს, მაგრამ ბრენდს ჰყავს თავისი მომხმარებელი და მოთხოვნის დინამიკა მზარდია. პროდუქციას უკვეთენ ევროპის ქვეყნებიდანაც, თუმცა ჩვენი მომხმარებლების უმეტესი ნაწილი, დაახლოებით, 70% ადგილობრივები არიან", - აღნიშნა ნიკოლას ქანთარიამ.

რაც შეეხება ფასებს, Nickola's-ის დამფუძნებლის ცნობით, ბრენდს ყველა სეგმენტისთვის ხელმისაწვდომი და მისაღები ფასები აქვს.

ცნობისთვის, ბრენდი Nickola's უკვე 13 წელია რაც ბაზარზეა. ბრენდი ამ ეტაპზე სამოსს, პარფიუმს და აქსესუარებს აწარმოებს. ბრენდი Nickola's-ის ე.წ. შოურუმი და ატელიე თბილისში, პანკისის 3ა-ში მდებარეობს, სადაც მომხმარებლებს ბრენდის პროდუქციის შეძენა შეუძლიათ. გარდა ამისა, მომხმარებლებს დიზაინერის დახმარებით შეუძლიათ საკუთარი შტრიხები შეიტანონ სამოსში. Nickola's სამოსისთვის ქსოვილები ძირითადად დუბაიდან შემოაქვს.

ანი მუმლაძე

გადაცემები

info@bp.ge

+995595334912

გამოგვყევით