logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

საქართველოს ბაზარზე ახალი ბრენდი AIWA გამოჩნდა

საქართველოს ბაზარზე ახალი ბრენდი AIWA გამოჩნდა

1707480600

საქართველოს ბაზარზე კომპიუტერების, ნოუთბუქებისა და მინი და AIO კომპიუტერების მწარმოებელი კომპანია AIWA შემოვიდა.

ბრენდს ქართულ ბაზარზე კომპანია AMBER-ი წარმოადგენს და პროდუქციის შეძენა ამ ეტაპზე მხოლოდ ონლაინ არის შესაძლებელი ვებგვერდზე.

„ბოლო წლებია ჩინური ბრენდები უკვე მოწინავე პოზიციებს იკავებენ საერთაშორისო ბაზარზე, როგორც გაყიდვების ისე ხარისხის და ახალი ტექნოლოგიების დანერგვის კუთხით, ქართული ბაზარიც მიჰყვება ამ ტრენდს. მაღალი კონკურენციიდან გამომდინარე ჩინური ბრენდები და მათ შორის რა თქმა უნდა AIWA-ც განსაკუთრებულ ყურადღებას ხარისხს აქცევს და ბაზარზე მაღალი პოზიციების მოსაპოვებლად მომხმარებელს მისაღებ ფასად მაღალ სტანდარტს სთავაზობს. სწორედ ამ მოცემულობიდან გამომდინარე გადავწყვიტეთ, რომ დროა კიდევ ერთი ახალი ბრენდი შემოვიტანოთ ქართულ ბაზარზე და ქართველ მომხმარებელს შევთავაზოთ უკეთესი უკეთეს ფასად,“ - ამბობს AMBER-ის დამფუძნებელი დავით სვანიძე.

კომპანია მომხმარებელს სხვადასხვა აქციასაც სთავაზობს, ასევე მსურველებს შესაძლებლობა აქვთ ისარგებლონ როგორც თიბისის თანხის განაწილების სისტემით (პროდუქტის ღირებულების 4 თვეზე განაწილება), ასევე განვადებით.

AIWA ჩინური ბრენდია, რომელსაც უკვე თითქმის 14 წლიანი გამოცდილება და ისტორია აქვს. ეს ბრენდი არ უნდა აგვერიოს ძველ იაპონურ ბრენდ AIWA-ში, რომელიც ამჟამად ასევე ჩინურია. AIWA-ს მფლობელობაშია 50000 კვადრატულ მეტრ ფართობზე განლაგებული სამი ქარხანა და ორი ინდუსტრიულ პარკი.

მაღალტექნოლოგიური ქარხნები და საკუთარი კვლევის და განვითარების (R&D) გუნდი საშუალებას აძლევს AIWA-ს ითანამშრომლოს ისეთ ცნობილ საერთაშორისო ბრენდებთან როგორიცაა, Asus, Acer, Benq, Dell, Foxconn, HP, Huawei, Lenovo, LG, Microsoft, Xiaomi და სხვა. ინოვაციების მუდმივი დანერგვით AIWA-მ მრავალი ჯილდო და საერთაშორისო აღიარება მიიღო. კომპანია ფლობს 80-ზე მეტ პატენტს, მის პროდუქტებს კი მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში შეხვდებით. კომპანიის კვლევის და განვითარების (R&D) და დიზაინის ძლიერი გუნდი მუდმივად ზრუნავს, რათა დანერგოს ახალი და მოწინავე ტექნოლოგიები და გააუმჯობესოს პროდუქტის ხარისხი, სწორედ ამიტომ AIWA-ს ენდობიან AEG, Carrefour, Hyundai Philips, Vestel, SK Telecom (სამხრეთ კორეის ტელეკომუნიკაციების ოპერატორი) და სხვა ბევრი დიდი საერთაშორისო კომპანია.

გამოგვყევით