საქართველოში ჩინური ბრენდების შემოსვლამ ევროპული ავტომობილების რეალიზაციის წილი შეამცირა, - ამის შესახებ "სტრადა მოტორსის" გენერალური დირექტორის მოადგილემ ლევან ასანიშვილმა "ბიზნესპარტნიორთან" 2025 წლის შეჯამებისას განაცხადა.
მისივე შეფასებით, შეიძლება ითქვას, რომ მიმდინარე წელი საქართველოში ჩინური ავტომობილების იმპორტიორებისთვის კარგი სტარტია.
"გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი კომპანია ძირითადად ადგილობრივ ბაზარზე მუშაობს - წინა წელთან შედარებით გაუმჯობესება არ ყოფილა, თუმცა არც გაუარესება. ზოგადად ბაზარი გაიზარდა გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს ბაზარზე ბერი ჩინური ბრენდი შემოვიდა. საქართველოში გაყიდული და დარეგისტრირებული ავტომობილების რაოდენობა გაიზარდა, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ ამ მიმართულებით არ გავფართოვებულვართ 2025 წელს, თავისთავად ცხადია, რომ გაყიდვების იგივე რაოდენობა დავაფიქსირეთ, რაც წინა წელს.
ჩინურმა ავტომობილებმა ჩაანაცვლეს ის პოტენციალი, რომელიც შესაძლოა, მაგათ გარეშე ყოფილიყო. საქართველოში 2025 წელი ჩინური ავტომობილების იმპორტიორებისთვის სტარტია, რადგან აღნიშნული ავტომობილები ძალიან დიდი რაოდენობით გაიყიდა. რა თქმა უნდა, ეს მეტ წილად არ მომხდარა ოფიციალური დილერების ქვეშ და უფრო მეტად არაორგანიზებულ ბაზარზე გაიყიდა. აღნიშნულმა გარკვეულწილად ევროპული ბრენდის ავტომობილების გაყიდვების წილის შემცირება. ამის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ ჩინური ავტომობილები უფრო ბიუჯეტურია და დიდი სხვაობაა ევროპული ავტომობილების ფასებთან შედარებით და ის ადამიანები რომლებიც ძვირადღირებული ავტომობილის ყიდვას გეგმავდნენ მიუხედავად იმისა, რომ სხვა სეგმენტის მომხმარებლები არიან, მაინც გადაწყვიტეს, რომ ამ დაბალი ფასის გამო ჩინური ავტომობილი ეყიდათ", - აცხადებს ლევან ასანიშვილი.
ცნობისთვის, "სტრადა მოტორსი" საქართველოში მოქმედი ავტოდილერული კომპანია, რომელიც 2010 წელს შეიქმნა. იგი ოფიციალური დილერია რამდენიმე მსოფლიოს ცნობილი ავტომობილის ბრენდის, მათ შორის FIAT, Jeep, Alfa Romeo, Dodge, RAM და Chevrolet.