logo
Loading data...
მთავარი ფინანსები

სტატია

"მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი ზომიერად გამკაცრებულია - ნეიტრალურ დონეს საშუალოვადიან პერიოდში უნდა დაუახლოვდეს" - მარიამ ჭანტურია

მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი ზომიერად გამკაცრებულია, რადგან იგი კვლავ აღემატება ნეიტრალურ დონეს, რომელთანაც საშუალოვადიან პერიოდში უნდა დაახლოვდეს. აღსანიშნავია, რომ ნეიტრალური განაკვეთი 7%-ის ფარგლებშია, - ამის შესახებ სებ-ის მონეტარული პოლიტიკის განყოფილების უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა მარიამ ჭანტურიამ გადაცემა "ბიზნესპარტნიორში" განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, ინფლაციისა და ეკონომიკური აქტივობის დინამიკა სებ-ის ცენტრალურ საპროგნოზო სცენართან თანხვედრაშია.

"კომიტეტმა მიმოიხილა მაკროეკონომიკური მდგომარეობა და მნიშვნელოვანი ფაქტორია იმ რისკ-სცენარების ანალიზი, რომელთა რეალიზების შემთხვევაში ინფლაცია შესაძლოა, მიზნობრივი დონიდან გადაიხაროს. ამ რისკების მინიმიზების მიდგომით, კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება, რაც პოლიტიკის განაკვეთის უცვლელად შენარჩუნებაში გამოიხატა. 

ნოემბრის მდგომარეობით, მოვლენები სებ-ის ცენტრალური საპროგნოზო სცენარის შესაბამისად ვითარდება. აღნიშნულ თვეში ინფლაციის ნორმალიზების ნიშნები გამოვლინდა და მთლიანმა წლიურმა ინფლაციამ 4.8% შეადგინა", - აცხადებს მარიამ ჭანტურია.

ცნობისთვის, საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2025 წლის 17 დეკემბრის სხდომაზე მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი (რეფინანსირების განაკვეთი) უცვლელად შეინარჩუნა. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 8.0 პროცენტს შეადგენს.

"თუ ბიზნესი იმოქმედებს მაღალი სოციალური პასუხისმგებლობით და გვექნება კოორდინაცია ფასების შემცირების თემასთან დაკავშირებით, შედეგის მიღწევა შესაძლებელია"

"თუ ბიზნესი იმოქმედებს მაღალი სოციალური პასუხისმგებლობით და გვექნება კოორდინაცია ფასების შემცირების თემასთან დაკავშირებით, შედეგის მიღწევა შესაძლებელია"

ბიზნესი

გამოგვყევით