logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

"შემოქმედებითი ინდუსტრიის ყველაზე დიდი გამოწვევა, სამუშაო ეთიკის არ ქონაა"

"ჩვენს სექტორში ყველაზე დიდი გამოწვევა, სამუშაო ეთიკის არ ქონაა,"- ამის შესახებ გადაცემა "ბიზნესი რუსთავი 2-თან" კომპანია Postred-ის დამფუძნებელმა, ბესო კაჭარავამ განაცხადა. საუბარია,  შემოქმედებით სექტორში დასაქმებულების  დიდი პროცენტის არაორგანიზებულობაზე. 

მისი თქმით, აღნიშნულის მთავარი გამომწვევი მიზეზი ისაა, რომ სკოლებში თავიდანვე არ ხდება ბავშვებისათვის თავისუფალი აზროვნების, ორგანიზებულობისა და ყველა საბაზისო უნარს შესწავლა, რომელიც მომავალი საქმიანობისთვის საჭიროა.

კომპანია ჯამში 50 არტისტს აერთიანებს, რომლებიც ხმის დიზაინსა თუ მუსიკას მედიისთვის, ფილმებისთვის და სერიალებისთვის  ქმნიან. მიმდინარე წელს კი, Postred-მა ვიდეო თამაშებზე მუშაობა დაიწყო. 

"როდესაც ეს კომპანია დავაფუძნე, ჩემთვის მთავარი იდეა ის იყო, რომ ტალანტს საზღვრები არ აქვს. რაც შეეხება Postred academy-ს დაარსებას, მისი მიზანი, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ძალიან დაბალბიუჯეტიანი, მაღალი ხარისხის სკოლის შექმნა იყო. სამომავლოდ ამ აკადემიის გაფართოებას ვგეგმავთ,"- აცხადებს კაჭარავა.

როგორც კომპანიის დამფუძნებელი აცხადებს, ბაზარზე უკვე 9 წელია ოპერირებენ, თუმცა დაახლოებით 5-6 წელი სწორედ საერთაშორისო ბაზარზე დასამკვიდრებლად დასჭირდათ.

ცნობისთვის, კომპანია POSTRED ხმის დიზაინერ ბესო კაჭარავას მიერ 2015 წელს დაარსდა და ის ხმის დიზაინისა და მუსიკის სერვისების სტუდიაა, რომლის შეთავაზებების ჩამონათვალშია ხმა და მუსიკა ფილმისთვის, რეკლამისთვის, ვიდეო თამაშებისთვის და სხვა სატელევიზიო თუ ინერაქტიული მედიისთვის. POSTRED-ი "საუკეთესო პროდუქტის" მიმწოდებელი კომპანიის სტატუსს ფლობს.

კომპანიამ არსებობის პერიოდში უკვე შეძლო საქართველოს პოპულარიზაცია აშშ-ს ბაზარზე. POSTRED-ს ნამუშევარი აქვს ისეთ ცნობილ პროექტებზე, მაგალითად - როგორიცაა: HBO-ს „ეიფორია“, და Paramount_Pictures-ის „კივილი“,  ასევე A24-ის C’mon, C’mon.

 

გამოგვყევით