logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

ვფიქრობთ, რომ 2025 წელს ოქრო გაიაფდება, რაც პროდუქციის ფასის შემცირების შესაძლებლობას მოგვცემს - "ზარაფხანა"

გვაქვს მოლოდინი, რომ 2025 წელს ოქრო გაიაფდება, რაც პროდუქციის ფასის შემცირების შესაძლებლობას მოგვცემს, - ამის შესახებ საიუველირო სახლ "ზარაფხანას" აღმასრულებელმა დირექტორმა თორნიკე სამხარაძემ "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა. 

მისივე შეფასებით, გაყიდვების ზრდისთვის ოქროს გაიაფებასთან ერთად, უმნიშვნელოვანესია ქვეყანაში მიმდინარე პროცესების დასტაბილურება. 

"ამჟამად ერთი უნცია საწარმოო ოქროს ფასი 2600 დოლარია და მაქვს მოლოდინი, რომ 2400 დოლარამდე შემცირდება, რაც მომხმარებლების რაოდენობას გაზრდის და მდგომარეობს დაასტაბილურებს . პირველ რიგში, ჩვენს კომპანიას არ აწყობს ფასების ზრდა, რადგან ეს სტრესია მომხმარებლებისთვის და ჩვენი ბიზნესისთვის. აქედან გამომდინარე, როდესაც დაფიქსირდება ის ნიშნული, როდესაც ფასების შემცირებას შევძლებთ -  ჩვენს პროდუქციას ამის შესაბამისად აუცილებლად გავაიაფებთ. გარდა ამისა, გვაქვს მოლოდინი, რომ ქვეყანაში მიმდინარე პროცესები დასტაბილურდება, რადგან აღნიშნული ფაქტორი ძალიან მნიშვნელოვანია. ქვეყანაში სტაბილური გარემო ჩვენი ბიზნესისთვის უმნიშვნელოვანესია", - აცხადებს თორნიკე სამხარაძე.

გარდა ამისა, საიუველირო სახლ "ზარაფხანას" აღმასრულებელი დირექტორი  აღნიშნავს, რომ  2024 წლის დეკემბერში კომპანიის გაყიდვები 22%-ით შემცირდა, რისი მიზეზიც ქვეყანაში მიმდინარე პროცესებია.

შეგახსენებთ, „ზარაფხანა“ საიუველირო სახლია, რომლის ისტორიაც 1939 წლიდან იწყება. უნდა აღინიშნოს, რომ ქართული საიუველირო ნაკეთობების მწარმოებელი კომპანიისთვის 2022 წელი ცვლილებების იყო. კონკრეტულად კი 2022 წლის პირველ ნახევარში კომპანიის 100%-იანი წილის მმართველი „ნიუ ვიჟენ დეველოპმენტი“ გახდა. 

გამოგვყევით