logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანაში საწარმოო პროცესი ახალი სიმძლავრით განახლდა

ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანაში საწარმოო პროცესი ახალი სიმძლავრით განახლდა

1739873129

ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანაში საწარმოო პროცესი ახალი სიმძლავრით განახლდა. ამის შესახებ განცხადებას კომპანია "ჯორჯიან მანგანეზი" საკუთარ ფეისბუქ გვერდზე წერს. 

"ექსპლუატაციაში შევიდა №21 ღუმელი, რომლის გამომუშავების მოცულობა დღე-ღამეში 70 ტონას შეადგენს, რაც მაღალხარისხიანი მზა პროდუქციის უწყვეტ წარმოებას უზრუნველყოფს.დროებითი მართვის რეჟიმის ფარგლებში, ღუმელების პარალელურად, სრულმასშტაბიანი სარემონტო სამუშაოები ჩატარდა გაზგამწმენდ ფილტრებზე, რაც ტექნოლოგიური პროცესის ეკოლოგიური სტანდარტების გაუმჯობესებას ემსახურება",- აღნიშნულია კომპანიის მიერ გავცრელებულ ინფორმაციაში. 

შეგახსენებთ, „ჯორჯიან მანგანეზი“, უმსხვილესი ქართული სამთო-მომპოვებელი და ფეროშენადნობების მწარმოებელი კომპანიაა, რომელიც 2006 წლიდან ოპერირებს.კომპანია 6 ათასამდე თანამშრომელს და რამდენიმე ძირითად ობიექტს აერთიანებს. მათ შორისაა, ჭიათურის სამთო-გამამდიდრებელი კომპლექსი, სადაც მანგანუმის მადნის მოპოვება და გამდიდრება მიმდინარეობს, ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანა, რომელიც კომპანიის საბოლოო პროდუქტს - სილიკომანგანუმს აწარმოებს და ვარციხეჰესი, სრულად განახლებად ენერგიაზე მომუშავე ჰიდროელექტროსადგური, რომლის მიერ გამომუშავებული ენერგიაც უზრუნველყოფს მოპოვება-წარმოების პროცესს.

გამოგვყევით