logo
Loading data...
მთავარი ეკონომიკა

სტატია

"ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრემიერთან ნაყოფიერი დისკუსია მქონდა" - ირაკლი კობახიძე

"ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრემიერთან ნაყოფიერი დისკუსია მქონდა" - ირაკლი კობახიძე

1762267380

ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენაზე ვიზიტის ფარგლებში, ამავე ქვეყნის სახალხო რესპუბლიკის პრემიერთან, ლი ციანთან ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ X-ზე წერს.

როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, შეხვედრაზე ორმხრივ ურთიერთობებში არსებული მნიშვნელოვანი პროგრესი განიხილეს.

"ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენაზე ვიზიტის ფარგლებში მქონდა პატივი, შევხვედროდი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრემიერს, ლი ციანს. ნაყოფიერი დისკუსია გვქონდა ჩვენს ურთიერთობებში არსებული მნიშვნელოვანი პროგრესისა და სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავების შესახებ", - აღნიშნავს ირაკლი კობახიძე.

ცნობისთვის, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, საქართველოს სამთავრობო დელეგაციასთან ერთად, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.

დელეგაციას  საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ხელმძღვანელობს.

ჩინეთში ვიზიტის ფარგლებში ხელი მოეწერა ორ მემორანდუმს - „საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ეკოლოგიისა და გარემოს სამინისტროს შორის გარემოს დაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ“  და „საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების სამინისტროს შორის სოფლის მეურნეობის სფეროში თანამშრომლობის თაობაზე“.

გამოგვყევით