ყველაფერი მიანიშნებს იმაზე, რომ ჩვენ შეგვიძლია გავაუმჯობესოთ ეკონომიკური ზრდის შარშანდელი მაჩვენებელი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.
მისივე თქმით, მთავრობის უმთავრესი ამოცანა ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპის შენარჩუნებაა.
"6 თვის მონაცემებით 9%-იანი ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა, რაც არის საუკეთესო მაჩვენებელი არა მხოლოდ რეგიონში, არამედ ევროპის მასშტაბით. ჩვენ უმთავრესი ამოცანაა ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპის შენარჩუნება და ყველამ ვიცით, რომ ეკონომიკური ზრდა ნიშნავს ქვეყნის განვითარებას ყველა მიმართულებით, მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას. რა თქმა უნდა, შემდეგი თვეების განმავლობაშიც ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანა იქნება ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპის შენარჩუნება. ყველაფერი მიანიშნებს იმაზე, რომ ჩვენ შეგვიძლია გავაუმჯობესოთ ეკონომიკური ზრდის შარშანდელი მაჩვენებელი. ყველაფერი უნდა გაკეთდეს ამისათვის", - აცხადებს პრემიერი.