logo
Loading data...
მთავარი ეკონომიკა

სტატია

"ჩვენ უნდა გავხდეთ სავაჭრო მოედანი ჩვენი პარტნიორებისთვის" - ლევან სულაბერიძე

"ჩვენ უნდა გავხდეთ სავაჭრო მოედანი ჩვენი პარტნიორებისთვის" - ლევან სულაბერიძე

1739473800

„ჩვენ თუ ვქმნით სატრანსპორტო და ლოგისტიკურ ინფრასტრუქტურას, აქცენტი უნდა გავაკეთოთ იმაზე, რომ ეს იყოს სავაჭრო მოედანი ჩვენი პარტნიორებისთვის,“- ამის შესახებ, ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების ტრანსპორტისა და ლოგისტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან სულაბერიძემ „ბიზნესპარტნიორის“ ეთერში განაცხადა. 

მისი თქმით, ისეთ ქვეყნები, რომლებსაც არ აქვთ პირდაპირი გასასვლელი ზღვასთან, საუბარია ყაზახეთზე, უზბეკეთსა და ევროპის ქვეყნებზე, დივერსიფიკაციისთვის ახალ გზებს აქტიურად ეძებენ, შესაბამისად, ქვეყანამ უნდა შექმნას ისეთი სატრანსპორტო და ლოგისტიკური ინფრასტრუქტურა, რომელიც საშუალებას მოგვცემს აღნიშნულ ქვეყნებს უკეთესად ვაჭრობაში დავეხმაროთ. 

ლევან სულაბერიძემ თურქეთსა და უზბეკეთს შორის ახალი სარკინიგზო მიმოსვლის დაწყების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასაც გაუსვა ხაზი, რომელიც ერთმანეთთან თურქეთს, უზბეკეთს, პაკისტანსა და ინდოეთს აკავშირებს. 

"თურქეთი როგორც ჩვენი, ასევე ინდოეთის ზღვის მიმართულებითაც იყურება, ამიტომ დღეს თუ ჩვენ მივდივართ ჩვენი სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარების გზით, უნდა შევქმნათ ისეთი სახის ინფრასტრუქტურა, რომელიც საშუალებას მისცემს მათ უკეთესად ივაჭრონ. უნდა გავხდეთ მათი სავაჭრო მოედანი.  იმისათვის, რომ ეს გავაკეთოთ, არ არის საკმარისი  მხოლოდ საკონტეინერო ინფრასტრუქტურის შექმნა საქართველოში. აქ უნდა შეიქმნას ისეთი და იმ ტვირთების დასაწყობების საშუალება, დიდი რაოდენობით, რომლითაც ვაჭრობს, პირობითად - ყაზახეთი, უზბეკეთი,  როგორც იმპორტის, ასევე ექსპორტის რეჟიმში. სწორედ ამ შემთხვევაში, ჩვენ ნამდვილად შეუცვლელი პარტნიორები გავხდებით მათთვის და სტრატეგიული პარტნიორობის ერთ-ერთი ძირითადი ხაზი ამაზე გაივლის", - განაცხადა ლევან სულაბერიძემ. 

 

გამოგვყევით