logo
Loading data...
მთავარი ეკონომიკა

სტატია

"ჩვენ ვართ სანდო პარტნიორი რეგიონში" - თამარ იოსელიანი

"ვფიქრობ, საქართველო არის უალტერნატივო, არის უმოკლესი გზა, რომელიც უზრუნველყოფს დროის და ფასის მოქნილობას, ამასთან ჩვენ ვართ სანდო პარტნიორი რეგიონში. ვფიქრობ, ამ მიმართულებით გამოწვევები არ გველის" - ასე უპასუხა "ბიზნესპარტნიორის" წამყვანის კითხვას, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის "ტრამპის კორიდორის" მშენებლობასთან და ამ ფონზე საქართველოს კონკურენტუნარიანობის შენარჩუნებასთან დაკავშირებით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანმა.

როგორც გადაცემა "ბიზნესპარტნიორის" ღამის ეთერში, თამარ იოსელიანმა განაცხადა, ის დარწმუნებულია, რომ საქართველო არის და იქნება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რგოლი აზიასა და ევროპას შორის, როგორც დამაკავშირებელი.

"სახელმწიფომ განაცხადა, რომ მომდევნო წლების განმავლობაში, 2032 წლამდე ძირითად სატრანსპორტო ინფრასტრუქტურაში დაახლოებით 7 მილიარდის ინვესტიციას განახორციელებს, რაც ნიშნავს, რომ ჩვენ თანმიმდევრული გეგმა გვაქვს სატრანსპორტო და ლოგისტიკური სექტორის განვითარებისთვის,"- ამბობს თამარ იოსელიანი.

გამოგვყევით