logo
Loading data...
მთავარი ეკონომიკა

სტატია

ექსპორტის ფასები 2.4%-ით შემცირდა, ხოლო იმპორტის 0.9%-ით - "საქსტატი"

ექსპორტის ფასები 2.4%-ით შემცირდა, ხოლო იმპორტის 0.9%-ით - "საქსტატი"

1784533923

"საქსტატის" მონაცემების თანახმად, ექსპორტის ფასების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 2.4 პროცენტით შემცირდა. აღნიშნულ პერიოდში ფასების 1.8 პროცენტიანი კლება დაფიქსირდა დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციის ჯგუფზე.

წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით ექსპორტის ფასების ინდექსი გაიზარდა 7.3 პროცენტით. სამთო-მოპოვებითი მრეწველობისა და კარიერების დამუშავების ჯგუფზე ფასები გაიზარდა 18.1 პროცენტით, დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციაზე 4.9 პროცენტით, წყალმომარაგების, კანალიზაციის, ნარჩენების მართვით და რეკულტივირებით მომსახურების ჯგუფზე 31.5 პროცენტით, ხოლო ელექტროენერგიის, აირის, ორთქლისა და კონდიცირებული ჰაერის ჯგუფზე ფასები შემცირდა 40.9 პროცენტით.

იმპორტის ფასების ინდექსი წინა თვესთან შედარებით შემცირდა 0.9 პროცენტით, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით სახეზე გვაქვს ინდექსის 3.5 პროცენტიანი ზრდა.

წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით ფასები 2.4 პროცენტით გაიზარდა სამთომოპოვებითი მრეწველობისა და კარიერების დამუშავების ჯგუფზე. დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციაზე ფასების 3.5 პროცენტიანი მატება ფიქსირდება, ხოლო ელექტროენერგიის, აირის, ორთქლისა და კონდიცირებული ჰაერის ჯგუფზე - ფასების 35.5 პროცენტიანი შემცირება. რაც შეეხება წყალმომარაგების, კანალიზაციის, ნარჩენების მართვით და რეკულტივირებით მომსახურების ჯგუფს, სახეზე გვაქვს ფასების 10.6 პროცენტიანი კლება.

გამოგვყევით