logo
Loading data...
მთავარი ეკონომიკა

სტატია

"ფულადი გზავნილების პროგნოზი $3.8 მლრდ-დან $4.0 მლრდ-მდე გავზარდეთ" - Galt & Taggart

Galt & Taggart-ის ინფორმაციით, ივნისში მოსალოდნელზე მაღალი ზრდის გათვალისწინებით, 2026 წლის ფულადი გზავნილების პროგნოზი $3.8 მლრდ-დან $4.0 მლრდ-მდე გაიზარდა.

კვლევის მიხედვით,  ჯამურად 2026 წლის პირველ ნახევარში ფულადი გზავნილები წლიურად 11.1%-ით გაიზარდა და $1.9 მლრდ გახდა.

"სებ-ის მონაცემებით, 2026 წლის ივნისში ფულადი გზავნილები წლიურად 10.4%-ით $348.3 მლნ-მდე გაიზარდა. წინა თვეში კი ზრდამ 7.1% შეადგინა. ძირითადი დონორი ქვეყნებიდან ფულადი გზავნილების წლიური ზრდა დაფიქსირდა ევროკავშირიდან (+5.1%, მთლიანის 43.9%), რუსეთიდან (+25.1%, მთლიანის 14.8%), აშშ-დან (+12.7%, მთლიანის 19.0%), ისრაელიდან (+22.4%, მთლიანის 8.4%) და თურქეთიდან (+35.1%, მთლიანის 3.6%).

ჯამურად, 2026 წლის პირველ ნახევარში ფულადი გზავნილები წლიურად 11.1%-ით გაიზარდა და $1.9 მლრდ გახდა. ივნისში მოსალოდნელზე მაღალი ზრდის გათვალისწინებით, 2026 წლის ფულადი გზავნილების პროგნოზი $3.8 მლრდ-დან $4.0 მლრდ-მდე გავზარდეთ", - ვკითხულობთ ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, 2026 წლის პირველ ნახევარში, სავაჭრო დეფიციტი წლიურად 10.2%-ით შემცირდა და $5.2 მლრდ შეადგინა.

"საქსტატის მონაცემებით, 2026 წლის ივნისში საქონლის ექსპორტის წლიური ზრდა 20.4%-მდე დაჩქარდა და $771.3 მლნ გახდა, წინა თვეში დაფიქსირებული წლიური 15.1%-იანი ზრდის შემდეგ. საქონლის იმპორტი, წინა თვის მსგავსად, წლიურად 7.4%-ით გაიზარდა $1.6 მლრდ-მდე. შედეგად, 2026 წლის ივნისში სავაჭრო დეფიციტი წლიურად 2.1%-ით შემცირდა და $853.7 მლნ შეადგინა.

ჯამურად, 2026 წლის პირველ ნახევარში, სავაჭრო დეფიციტი წლიურად 10.2%-ით შემცირდა და $5.2 მლრდ გახდა, რადგან ექსპორტი 20.1%-ით გაიზარდა $3.9 მლრდ-მდე, ხოლო იმპორტი, მცირდით, 0.7%-ით გაიზარდა და $9.0 მლრდ-ს გაუტოლდა", - ნათქვამია ინფორმაციაში.

გამოგვყევით