logo
Loading data...
მთავარი ეკონომიკა

სტატია

"გამიხარდება, რომ ქვეყანაში იყოს ისეთი ეკონომიკური მდგომარეობა, რომ წასვლა ვისაც მოუნდება, მხოლოდ დასვენების თვალსაზრისით წავიდეს და არა სამუშაოდ"

"გამიხარდება, რომ ქვეყანაში იყოს ისეთი ეკონომიკური მდგომარეობა, რომ წასვლა ვისაც მოუნდება, მხოლოდ დასვენების თვალსაზრისით წავიდეს და არა სამუშაოდ"

1753183384

„მე გამიხარდება, რომ ქვეყანაში იყოს ისეთი ეკონომიკური მდგომარეობა, კეთილდღეობა, რომ წასვლა ვისაც მოუნდება, მხოლოდ და მხოლოდ დასვენების თვალსაზრისით წავიდეს და არა სამუშაოდ“, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მიგრაციასთან დაკავშირებით დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მისი განმარტებით, ის პოლიტიკა, რომელსაც მმართველი გუნდი ატარებს, ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნებისკენაა მიმართული, რადგან მშვიდობის გარეშე ეკონომიკურ კეთილდღეობაზე საუბარი ზედმეტია.

„როდესაც გახსნილია ყველაფერი და ვიზის გარეშე შეგიძლია გადაადგილება სხვადასხვა ქვეყანაში, რა თქმა უნდა, ევროპულ ქვეყნებში ბევრი ადამიანი მიდის. თუ საქართველოს შევადარებთ, ისინი უფრო განვითარებულები არიან და ძლიერი ეკონომიკა აქვთ. საქართველო განვითარებადი ქვეყანაა. ბოლო წლების განმავლობაში, ჩვენ ეკონომიკურად ვვითარდებით. ეს ძალიან მაღალი მაჩვენებელია, რაც ძალიან კარგია და მნიშვნელოვანია. ეს ყველაფერი გამოწვეულია იმით, რომ ქვეყანაში გვაქვს მშვიდობა, სიმშვიდე. ჩვენი მიზანია, რომ დავეწიოთ და თუნდაც გავუსწროთ ევროპულ ეკონომიკებს. ის პოლიტიკა, რომელსაც ატარებს „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“, მიმართულია იმისკენ, რომ პირველ რიგში, ქვეყანაში შენარჩუნდეს მშვიდობა. თუ მშვიდობა არ გვექნება, ეკონომიკურ კეთილდღეობაზე ვერ ვისაუბრებთ და ეკონომიკური განვითარებაც ვერ გვექნება. ამიტომ, მე გამიხარდება, რომ რაც შეიძლება ნაკლები ადამიანი გავიდეს ქვეყნიდან - მათ შევუქმნათ ისეთი პირობები და ქვეყანაში იყოს ისეთი ეკონომიკური მდგომარეობა, კეთილდღეობა, რომ წასვლა ვისაც მოუნდება, მხოლოდ და მხოლოდ დასვენების თვალსაზრისით წავიდეს და არა სამუშაოდ. ამიტომ, უნდა შევქმნათ ისეთი პირობები ქვეყნის შიგნით, რომ იყოს ღირსეული სამუშაო პირობები და ეკონომიკური კეთილდღეობა იგრძნოს ყველამ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

რაც შეეხება ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას, თბილისის მერი პასუხობს, რომ 2012 წელთან შედარებით, ქვეყანა ვითარდება, თუმცა ხელისუფლების ამოცანაა, კეთილდღეობა კიდევ უფრო მეტმა ოჯახმა იგრძნოს.

„ყველაფერი ხომ შედარებითია? მე თუ მკითხავთ, კმაყოფილი ვარ იმ ეკონომიკური მდგომარეობით, განვითარებით, როგორიც აქვს საქართველოს? ცხადია, არ ვარ. მე, ზოგადად, მაქსიმალისტი  ვარ და მინდა უფრო მეტი. მინდა, უფრო ძლიერად იყოს ეკონომიკურად ჩემი ქვეყანა. 2012 წლიდან თუ შევადარებთ, ცხადია როგორ ვითარდება ქვეყანა ეკონომიკურად, მაგრამ გვინდა, რომ კიდევ უფრო მეტად განვითარდეს, მეტი კეთილდღეობა შევიდეს თითოეულ ოჯახში. ამისკენაა მიმართული ის პოლიტიკაც, რომ შენარჩუნდეს მშვიდობა. ჩვენ რომ შეცდომა დაგვეშვა, არასწორი ნაბიჯი გადაგვედგა, მეორე ფრონტი გაგვეხსნა, მე და თქვენ დღეს აქ ვერ და არ ვიდგებოდით. მშვიდობის გარეშე წარმოუდგენელია რაიმე ეკონომიკური კეთილდღეობა მოხდეს ქვეყანაში“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

გამოგვყევით