logo
Loading data...
მთავარი ტურიზმი

სტატია

"ადიგენის მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგად ტურიზმს პრობლემები არ შექმნია" - ადიგენის მერი

ადიგენის მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგად ტურიზმს პრობლემები არ შექმნია, - ამის შესახებ ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიამ გოჩა ქიმაძემ "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, სტიქიიდან დაახლოებით, 1 საათში გზები ყველა მიმართულებით, გახსნილი და გაწმენდილი იყო და მოქალაქეების გადაადგილების პრობლემები არ ჰქონია.

"აღსანიშნავია, რომ სოფელ შოყაში არის ძველი ისტორიული ძეგლი - "ოქროს ციხე", რომელსაც "ქაჯეთის ციხედაც" მოიხსენიებენ. აღნიშნული ობიექტი ტურისტულად დატვირთულია, მაგრამ ამ კუთხით პრობლემები არ ყოფილა და შესაბამისად, არც ტურიზმს შეჰქმნია პრობლემა. ამჟამად, ადიგენის მუნიციპალიტეტში 12 ერთეული მძიმე ტექნიკა მუშაობს და გზები კიდევ იწმინდება",  - აცხადებს გოჩა ქიმაძე.

მანვე აღნიშნა, რომ გუშინ უხვმა ნალექმა ყველაზე მეტად ადიგენის 2 სოფელს: გომაროს და შოყას შეუქმნა პრობლემები.

მერის ინფორმაციით, გზების გარდა, მოსახლეობას სახლები დაეტბორა და ასევე, მსხვილფეხა პირუტყვის სადგომები დაუზიანდა.

გოჩა ქიმაძის თქმით, ამ წუთებში, შესაბამისი კომისია ზარალს ითვლის და აღნიშნული მაჩვენებელი, სავარაუდოდ, ხვალ საღამოს იქნება ცნობილი. 

გამოგვყევით