ბაზარზე ახალი ფოტო-ვიდეო სტუდია - Click Production-ი გამოჩნდა. როგორც სტუდიის თანადამფუძნებელი ირაკლი ხიდეშელი "ბიზნესპარტნიორთან" აცხადებს, პროექტის იდეა, ბაზარზე აღნიშნული სერვისის მაღალი მოთხოვნიდან გამომდინარე გაჩნდა.
მისივე ინფორმაციით, სტუდია ჯერ 3 თვეა, რაც გაიხსნა, თუმცა დაინტერესება იმაზე მეტია, ვიდრე მოლოდინი იყო.
"ჩვენი სტუდია მომხმარებლებს რამდენიმე სერვისს სთავაზობს. მათ შორის, ჩვენთან მოსულ მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს გადაიღოს ფოტოსესია, გადაიღოს ვიდეოები youtube არხისთვის, ჩაწეროს პოდკასტები და ა.შ. ინტერესი ძირითადად გამოიხატა "ინფლუენსერებისა" და "იუთუბერების" მხრიდან. გარდა ამისა, დიდი მოთხოვნაა სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების მხრიდან შემეცნებითი პოდკასტების კუთხით.
აღნიშნული სერვისების გარდა, Click Production-ის პროფესიონალური, მყუდრო და სრულად აღჭურვილი ფოტო სტუდიაში მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ სივრცე ფოტოგრაფთან ერთად ან მის გარეშე დაჯავშნონ. ჩვენ გვაქვს პრემიუმ ხარისხის ტექნიკა, მათ შორის, მაღალი ხარისხის მიკროფონები, ხმის კონტროლი და ჟღერადობა. ასევე, გემოვნებიანი ატმოსფერო - აგურის კედლები, განსხვავებული დიზაინის ფარდა, გემოვნებიანი დეკორაცია და სტუდიური განათება”, - აცხადებს ირაკლი ხიდეშელი.
ცნობისთვის, ფოტო სტუდია - Click Production თბილისში, ილია ჭავჭავაძის 27 ნომერში მდებარეობს და მომხმარებლებს სივრცით სარგებლობა როგორც საათობრივად, ისე დღიურად ფოტოგრაფით, ან მის გარეშე შეუძლიათ.