logo
Loading data...
მთავარი ტურიზმი

სტატია

"2025 წელს ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები $4.5 მლრდ-ს მიაღწევს" -Galt&Taggart

"2025 წელს ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები $4.5 მლრდ-ს მიაღწევს" -Galt&Taggart

1753277580

2025 წლის მე-2 კვარტალში საქართველომ 1.1 მლრდ აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო ტურიზმიდან, რაც წინა წელთან შედარებით 5.0%-იანი ზრდაა. ამის შესახებ ინფორმაციას Galt&Taggart-ის ტურიზმის 2025 წლის მე-2 კვარტლის შეჯამებაშია აღნიშნული

საინვესტიციო ბანკის ცნობით, ზრდის ძირითადი წყარო ევროკავშირი იყო (+26.0% წ/წ), რაც გაზრდილ ტურისტულ ნაკადებს უკავშირდება. ამასთან, შემოსავლები შემცირდა რუსეთიდან (-20.5% წ/წ) და თურქეთიდან (-10.7% წ/წ).

"რუსეთიდან ტურიზმის შემოსავლების შემცირება, სავარაუდოდ, ვიზიტორთა პროფილის ცვლილებას უკავშირდება .
გრძელვადიანი ვიზიტორები (ციფრული ნომადები, მიგრანტები) შედარებით მოკლევადიანმა ჩაანაცვლა, რომელთა საშუალო დანახარჯიც მე-2 კვარტალში უფრო ნაკლები იყო.

ჯამურად, 2025 წლის პირველ ნახევარში ტურიზმის შემოსავლებმა 2.0 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა (+3.8% წ/წ), რაც ევროკავშირიდან, ისრაელიდან, აზერბაიჯანიდან და აზიური ბაზრებიდან შემოსავლების ზრდას უკავშირდებოდა",-აღნიშნულია მიმოხილვაში. 

Galt&Taggart-ის  პროგნოზით, 2025 წელს ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 4.5 მლრდ აშშ დოლარს მიაღწევს, თუმცა, მე-2 კვარტლის დინამიკის გაგრძლების შემთხვევაში, ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი 4.6 მლრდ დოლარია.

გამოგვყევით