logo
Loading data...
მთავარი ეკონომიკა

სტატია

თბილისში ბინების ფასი 5.2%-ით გაიზარდა, ხოლო კერძო სახლების 5.7%-ით - "საქსტატი"

თბილისში ბინების ფასი 5.2%-ით გაიზარდა, ხოლო კერძო სახლების 5.7%-ით - "საქსტატი"

1753254660

2025 წლის მეორე კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსი (RPPI) 1.0 პროცენტით შემცირდა, ხოლო ინდექსის წლიურმა ზრდამ 5.4 პროცენტი შეადგინა. 2020 წლის საშუალოსთან შედარებით ინდექსი 56.1 პროცენტით არის გაზრდილი. ამის შესახებ ინფორმაციას "საქსტატი" ავრცელებს.

RPPI-ის დაფარვა შემოიფარგლება ქ. თბილისით და მოიცავს მხოლოდ ახალი საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარს, როგორც მრავალსართულიანი სახლების (ბინების), ისე კერძო სახლების სეგმენტებს.

2025 წლის მეორე კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით, ფასების კლება დაფიქსირდა როგორც საცხოვრებელი ბინების სეგმენტში (-0.6 პროცენტი), ისე კერძო სახლების სეგმენტში (-2.5 პროცენტი). 2024 წლის მეორე კვარტალთან შედარებით ფასების ზრდა დაფიქსირდა ორივე სეგმენტში - ბინებზე 5.2 პროცენტით, ხოლო კერძო სახლებზე 5.7 პროცენტით.

გამოგვყევით