logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

"მეტროპოლი" გირჩევთ — როგორ უნდა შეარჩიოთ იდეალური საცხოვრებელი ოჯახისათვის?

"მეტროპოლი" გირჩევთ — როგორ უნდა შეარჩიოთ იდეალური საცხოვრებელი ოჯახისათვის?

1753189464

ოჯახისთვის ბინის შერჩევა მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რომელიც დიდ ყურადღებას მოითხოვს. დეველოპერული კომპანია „მეტროპოლის“ გუნდი გიზიარებთ რჩევებს, რომლებიც სწორი გადაწყვეტილების მიღებასა და თქვენი ოჯახისათვის  კომფორტის შექმნაში დაგეხმარებათ.

კარგად გააცნობიერეთ და გაანალიზეთ თქვენი ოჯახის საჭიროებები

სანამ უშუალოდ ბინების დათვალიერებას დაიწყებთ, აუცილებელია, ოჯახის წევრებთან ერთად განსაზღვროთ, რა მოთხოვნები გაქვთ დღეს და რა დაგჭირდებათ მომავალში. ამისთვის, უპასუხეთ მარტივ კითხვებს: რამდენი საძინებელია თქვენთვის ოპტიმალური? გირჩევნიათ სტუდიოს ტიპის სამზარეულო, რომელიც მისაღებთანაა გაერთიანებული, თუ იზოლირებული? გჭირდებათ თუ არა აივანი, დამატებითი სათავსო ან სახლში სამუშაო კუთხე?

მნიშვნელოვანია, ერთმანეთისგან განასხვაოთ „აუცილებელი“ და „სასურველი“ მოთხოვნები. მაგალითად, სამი საძინებელი შეიძლება აუცილებლობა იყოს, ხოლო სამუშაო ოთახი — სასურველი, მაგრამ არა კრიტიკულად მნიშვნელოვანი. ასეთი სიის შედგენა დაგეხმარებათ, ძიებისას ფოკუსირდეთ იმ ბინებზე, რომლებიც ნამდვილად აკმაყოფილებს თქვენს საჭიროებებს.

შეარჩიეთ ლოკაცია, რომელიც თქვენს კომფორტსა და ცხოვრების რიტმს ერგება

სახლის ადგილმდებარეობა პირდაპირ აისახება ოჯახის ყოველდღიურ კომფორტსა და ცხოვრების რიტმზე. სწორედ ამიტომ, უძრავი ქონების ექსპერტები მას უმნიშვნელოვანეს ფაქტორად მიიჩნევენ.როდესაც სკოლა, საბავშვო ბაღი, სამსახური და პარკები თქვენს სახლთან ახლოსაა, ეს ყოველდღიურ გადაადგილებას ამარტივებს, ზოგავს თქვენს დროს და მეტ შესაძლებლობას გაძლევთ დასვენებისათვის. ამასთან ერთად, უსაფრთხო და დაცული უბანი თქვენი ოჯახის სიმშვიდისთვის მთავარი პირობაა.

„მეტროპოლი“ ითვალისწინებს ოჯახების საჭიროებებს და საცხოვრებელ კომპლექსებს სწორედ ასეთ, სტრატეგიულად შერჩეულ ლოკაციებზე აშენებს. კომპანია ყველა ოჯახს აძლევს საშუალებას, საკუთარი პრიორიტეტების შესაბამისი გარემო იპოვოს: მაგალითად, იმ ოჯახებისთვის, ვისაც ქალაქის აქტიური ცხოვრების რიტმი იზიდავს, ბინები ქავთარაძეზე შეუძლიათ შეარჩიონ. მათთვის, ვინც უპირატესობას ეკოლოგიურად სუფთა გარემოსა და სიმშვიდეს ანიჭებს, იდეალური ვარიანტია „მეტროპოლ ბაგები“. „მეტროპოლ ორთაჭალა“ მიმზიდველია მათთვის, ვინც საცხოვრებელს სწრაფად განვითარებად, მაგრამ ისტორიულ უბანში ეძებს, ხოლო „მეტროპოლ ლისი“ და ,,მეტროპოლ შინდისი” საინტერესოა მათთვის, ქალაქის ცენტრიდან მოშორებით,, თანამედროვე დასახლებაში კერძო ვილა სურს.

გეგმარება და შიდა სივრცე — შექმენით თქვენზე მორგებული გარემო

ფართობის გარდა, არანაკლებ მნიშვნელოვანია ბინის გეგმარება. ის მაქსიმალურად უნდა ერგებოდეს ოჯახის ცხოვრების წესს. ოჯახები, რომლებიც ხშირად იკრიბებიან, შესაძლოა უპირატესობას ანიჭებდნენ ღია გეგმარებას, სადაც მისაღები და სამზარეულო ერთიანდება, რადგან ეს მეტ კომუნიკაციას უწყობს ხელს. თუმცა, თუ ოჯახის წევრებს ხშირად სჭირდებათ განმარტოება სწავლისთვის ან მუშაობისთვის, კარგად დაგეგმილი იზოლირებული ოთახები უფრო პრაქტიკული იქნება.

შეარჩიეთ სანდო დეველოპერი მშვიდი ცხოვრებისათვის

ბინის შეძენა დიდი ფინანსური პასუხისმგებლობაა. ამ პროცესში სანდო და გამოცდილ დეველოპერთან პარტნიორობა გადამწყვეტია. 

„მეტროპოლი“, როგორც ხარისხზე ორიენტირებული კომპანია, მშენებლობის პროცესში მაღალი კლასის, ენერგოეფექტურ სამშენებლო მასალებს იყენებს, როგორიცაა Ytong-ის  ბლოკები, რომლებიც შენობის სიმყარეს ზრდის და გათბობა-გაგრილების ხარჯს თითქმის 40%-ით ამცირებს. 

წლების განმავლობაში დაგროვილი გამოცდილება და ბაზარზე დამკვიდრებული რეპუტაცია თქვენი სწორი ინვესტიციის გარანტიაა.

დაბოლოს, იდეალური სახლის პოვნა სავსებით მიღწევადი მიზანია, თუ ამ პროცესს სწორად დაგეგმავთ და სანდო პარტნიორს შეარჩევთ.

კომპანიის შესახებ: დეველოპერული კომპანია „მეტროპოლი“ 2022 წელს დაფუძნდა და ოპერირებს თბილისსა და ბათუმში. კომპანიას ამჟამად ერთი დასრულებული და შვიდი მიმდინარე პროექტი აქვს. პროექტების ჯამური საინვესტიციო მოცულობა 1 მილიარდ ლარს აჭარბებს, ხოლო მშენებლობების საერთო ფართი 545,000 კვ.მ-ზე მეტია და 3500-მდე ბინას მოიცავს.

გამოგვყევით