ბორჯომში, რეგიონში პირველი Word Hotel-ის სასტუმრო მარტში გაიხსნება. ამის შესახებ კომპანია KEI Hospitality-ს დამფუძნებელმა, დავით კეიდარიმ გადაცემა "ბიზნესპარტნიორში" განაცხადა.
როგორც კომპანიის დამფუძნებელი, დავით კეიდარი აღნიშნავს, KEI Hospitality 2 მიმართულებით მუშაობს, კერძოდ, არსებული სასტუმროების ოპერაციების ოპტიმიზაციას ახდენს, ან ახალი სასტუმროს დეველოპმენტზე მუშაობს.
მისივე თქმით, საქართველოში სასტუმროები შენდება, მაგრამ ინფრასტრუქტურაც უნდა განვითარდეს, რომ ტურისტისთვის გადაადგილება კომფორტული იყოს.
"ტურისტული სექტორის ბირთვი 3 ფაქტორისგან შედგება: ადამიანური რესურსები, ეფექტურობა და ბოლოს მოთხოვნა-დინამიკის სტრატეგიული მართვა. ქართულ ბიზნესში ბევრი სასტუმრო იხსნება, მაგალითად, მარტში რეგიონში პირველ Word Hotel-ს ბორჯომში ვხსნით. სასტუმროში ყველანაირი ინფრასტრუქტურა იქნება: სპა, სალონი და ა.შ. ბორჯომი ტურიზმის მიმართულებით, თავისი მიწისქვეშა წყლებით ძალიან საინტერესოა, მაგრამ მეტი ინფრასტრუქტურა გვჭირდება. საქართველოში სასტუმრო წარუმატებელი ვერ იქნება, თუ ბაზრის მოთხოვნებს არ პასუხებს. კერძოდ, როდესაც სასტუმროს დეველოპმენტში შედიხარ, უნდა გათვალო - ადგილმდებარეობა, შენს სეგმენტს ვინ შეიძლება, შემოვიდეს, როგორ უნდა უპასუხო და ა.შ. ადამიანს სასტუმროსთან არა შენობა, არამედ ემოცია აკავშირებს.
სასტუმროები შენდება, მაგრამ ინფრასტრუქტურა უნდა განვითარდეს, რომ ტურისტისთვის გადაადგილება კომფორტული იყოს. ასევე გამოწვევაა, რომ რეგიონში საოპერაციო პერსონალი რეგიონში გვიჭირს, უნდა ვიცოდეთ, რომ თუ შიდა სივრცეში ხალხი კმაყოფილი იქნება ეფექტურ ბიზნესს მივიღებთ... ვხედავთ - საქართველოში ძალიან დიდი ბრენდები შემოვიდა, ავტომატურად ეს იმას ნიშნავს, რომ საინტერესო ქვეყანა ვართ, მრავალმილიონიანი კომპანია თავის პორტფოლიოს ტყუილუბრალოდ აქ არ ჩადებდა, აქედან გამომდინარე ტურისტულ ბაზარს ადეკვატურად უნდა ვუპასუხოთ", - აღნიშნავს კეიდარიმ.
ცნობისთვის, კომპანია KEI Hospitality არსებული სასტუმროების ოპერაციების ოპტიმიზაციის, ან ახალი სასტუმროს დეველოპმენტის მიმართულებით, ადგილობრივ ბაზარზე 10 წელზე მეტია ოპერირებს.
შეგახსენებთ, რომ Word Hotel-ი სასტუმროების გლობალური ქსელია, რომელიც აკრედიტებულ და მაღალი ხარისხის სასტუმროებს, სხვადასხვა, ქვეყანაში აერთიანებს.