2025 წლის II კვარტალში საქართველომ მოგზაურობიდან 1,145.0 მილიონი აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 5.0%-ით მეტია. ხოლო ჯამურად, მიმდინარე წლის ორ კვარტალში აღნიშნულმა მაჩვენებელმა 1,971.0 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა (წლიური ზრდა 3.8%).
2025 წლის II კვარტალში საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებულ შემოსავალში ევროკავშირის ქვეყნების წილი 15.2%-ით განისაზღვრა და 173.9 მილიონ აშშ დოლარს გაუტოლდა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 26.0%-ით მეტია.
სტატისტიკის მიხედვით, მაღალი ზრდის ტემპით გამოირჩევა აზერბაიჯანიდან, საუდის არაბეთიდან და ისრაელიდან მიღებული შემოსავლები, შესაბამისი 42.3%, 20.9%, 16.4%-იანი წლიური ზრდის ტემპებით.
კლების ტენდენციით ხასიათდება რუსეთიდან შემოსავლები - 2025 წლის II კვარტალში რუსეთიდან საქართველოში მოგზაურობით მიღებული შემოსავლები 20.5%-ით შემცირდა.
საქართველოს შემოსავლები ტურიზმიდან ქვეყნების ჭრილში 2025 წლის მეორე კვარტალში შემდეგნაირად ნაწილდება:
ქვეყანა |
საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავალი, მილიონი აშშ დოლარი |
აზერბაიჯანი |
54.0 |
ბელარუსი |
19.9 |
თურქეთი |
151.4 |
ირანი |
29.3 |
ისრაელი |
127.7 |
რუსეთი |
166.0 |
საუდის არაბეთი |
30.1 |
სომხეთი |
37.8 |
უკრაინა |
35.8 |
ევროკავშირი |
173.9 |
დანარჩენი ქვეყნები |
319.3 |