logo
Loading data...
მთავარი ფინანსები

სტატია

ბუღალტრული აღრიცხვის ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურმა საინფორმაციო შეხვედრები გამართა

ბუღალტრული აღრიცხვის ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურმა საინფორმაციო შეხვედრები გამართა

1753096095

ფინანსთა სამინისტროს ბუღალტრული აღრიცხვის ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურმა, საქართველოს პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაციასა და საქართველოს აუდიტორთა, ბუღალტერთა და ფინანსურ მენეჯერთა პროფესიულ ფედერაციასთან ერთად, საქართველოს მასშტაბით  ყოველწლიური საინფორმაციო შეხვედრების ციკლი გამართა.

შეხვედრები წინასწარი გამოკითხვის შედეგად გამოვლენილ მუნიციპალიტეტებში -  ბათუმში, ოზურგეთში, ფოთში, ზუგდიდში, ქუთაისში, თელავსა და თბილისში გაიმართა. შეხვედრებს, ჯამში, 500-ზე მეტი საწარმოს წარმომადგენელი დაესწრო.

სამსახურის თანამშრომლებმა მოწვეულ სტუმრებსა და დაინტერესებულ მხარეებს,  ანგარიშგების წარდგენის პროცესის გამარტივებისა და წარდგენილი ანგარიშგებების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, მათთვის საინტერესო ინფორმაცია და წარდგენის დროს ხშირად დაშვებული შეცდომების ანალიზი გაუზიარეს.

შეხვედრები ინტერაქციული ხასიათის იყო და დამსწრე აუდიტორიამ მათთვის საინტერესო კითხვებზეც მიიღო პასუხები.

შეგახსენებთ, რომ საინფორმაციო შეხვედრის ადგილმდებარეობები დაინტერესებული მხარეების გამოკითხვის შედეგად განისაზღვრა. სწორედ ხსენებულმა კვლევამ აჩვენა შეხვედრის ჩატარების საჭიროება გურიაში, კერძოდ - ოზურგეთში.

 შეგახსენებთ, 2024 წლის საანგარიშგებო პერიოდზე ანგარიშგების წარდგენისა და გასაჯაროების პროცესი დაიწყო და მიმდინარეობს უწყვეტად.

ანგარიშვალდებულმა სუბიექტებმა ანგარიშგება უნდა წარმოადგინონ მომზადებისთანავე  ანგარიშგების პორტალზე: https://rms.reportal.ge/

გამოგვყევით