logo
Loading data...
მთავარი ტურიზმი

სტატია

"არ მახსოვს ტურიზმის სფეროს ბიზნესი ბოლოს როდის დაჯდა და იმსჯელა "ტრენდებზე" - ვალერი ჩეხერია

არ მახსოვს ტურიზმის სფეროს ბიზნესი ბოლოს როდის დაჯდა და იმსჯელა "ტრენდებზე", - ამის შესახებ Salt Projects-ის დამფუძნებელმა და გენერალურმა დირექტორმა ვალერი ჩეხერიამ გადაცემა "ბიზნესპარტნიორში" განაცხადა.

მისივე თქმით, აღნიშნულს ხელს უშლის ინიციატივის არ ქონა და იმის ვერ დანახვა, რომ შესაძლებელია სწრაფად გადაიდგას ნაბიჯები. 

ვალერი ჩეხერიას განცხადებით, ამ სიტუაციაში კარგი იქნება, რომ მსგავსი ინიციატივა თუნდაც ტურიზმის დეპარტამენტიდან წამოვიდეს, რათა ბიზნესი სწრაფად დაჯდეს და გაიაზროს რა ბაზრები მოდიან საქართველოში, რა არის მათი ინტერესი და როგორ შეიძლება ტურისტი ქართული კულტურით დაინტერესდეს. 

"ბევრმა ინვესტორმა, რომელიც სასტუმროში ინვესტიციას დებს, შესაძლოა არ იცოდეს რა ტენდენციებია და არ ედოს პულსზე ხელი. გამოწვევებთან შესახვედრად სასტუმროს მენეჯმენტის, სახელმწიფოს და მფლობელების ერთობლივი მუშაობა მნიშვნელოვანია. სახელმწიფოს ძალიან დიდი პასუხისმგებლობა აქვს, რომ სწორი მარკეტინგი აწარმოოს, სწორი ბაზრები აღმოაჩინოს და სწორი პროდუქტების შეთავაზება მოხდეს. რასაკვირველია, მნიშვნელოვანია ტურიზმის სფეროში ბიზნესების ერთობლივი მუშაობა.

ბიზნესისთვის უმნიშვნელოვანესია ქვეყანაში არსებული სტაბილურობა, რომ ამ თემებზე უფრო მეტად ფიქრი და ფოკუსირება დაიწყოს. აუცილებელია ამის ინიციატივები გამოიხატოს", - განაცხადა ვალერი ჩეხერიამ. 

გამოგვყევით