logo
Loading data...
მთავარი ეკონომიკა

სტატია

იანვარში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობა 19.3%-ით გაიზარდა

იანვარში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობა 19.3%-ით გაიზარდა

1739950725

2025 წლის იანვარში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ (არადეკლარირებული ექსპორტის გარეშე) 403.9 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 19.3 პროცენტით მეტია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე. ამის შესახებ ინფორმაციას "საქსტატი" ავრცელებს.

ადგილობრივი ექსპორტი (ექსპორტი რეექსპორტის გარეშე), მთლიანი ექსპორტის 46.1 პროცენტს შეადგენს. აღნიშნული მაჩვენებელი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 11.6 პროცენტით გაიზარდა და 186.3 მლნ. აშშ დოლარს გაუტოლდა.

2025 წლის იანვარში ათი უმსხვილესი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ადგილობრივ ექსპორტში 68.5 პროცენტი შეადგინა. ამ მხრივ, უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორები არიან: რუსეთი (31.7 მლნ. აშშ დოლარი), თურქეთი (20.3 მლნ. აშშ დოლარი) და ჩინეთი (16.3 მლნ. აშშ დოლარი).

2025 წლის იანვარში ადგილობრივი ექსპორტის ათეულში პირველ ადგილზე სპილენძის მადნები და კონცენტრატები არის წარმოდგენილი 13.8 მლნ. აშშ დოლარით, აღნიშნული სასაქონლო ჯგუფის წილი მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 7.4 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილზეა მინერალური და მტკნარი წყლები, შაქრის დანამატების გარეშე 13.4 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 7.2 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილს იკავებს ყურძნის ნატურალური ღვინოები, 12.8 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 6.9 პროცენტი).

გამოგვყევით